fbpx

„კამარა და კეთილი საქმე“ – ახალ ჯგუფში ჩაწერა დაიწყო

ავტორი ჟოლო
16 ნახვა

„მიმდინარეობს ჩაწერა ახალ ჯგუფში“ – წერს ნათია ფანჯიკიძე და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს.

ნათია ფანჯიკიძე: „ახალი ჯგუფი იქმნება იმ მოზარდებისთვის, რომლებსაც აქვთ თვითგამორკვევის პრობლემა, სტრესული ცხოვრება, დაბალი თვითშეფასება, ანტისოციალური ქცევა, მავნე ნივთიერებებისკენ ლტოლვა და სხვა ასაკობრივი პრობლემები…

კამარას თერაპევტების ჯგუფმა შევადგინეთ ფსიქო-თერაპიის სპეციალური პროგრამა, – ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპიების ნაკრები. პროგრამა არის საინტერესო, სახალისო და დიდ დახმარებას გაუწევს თქვენს თინეიჯერებს.

ვთავაზობთ ხუთი სახის თერაპიას არტ თერაპიის ჩათვლით.
სოციალურად დაუცველი და განსაკუთრებით მცირე შემოსავლის მქონე ოჯახების მოზარდებისთვის პროგრამა 100%-ით უფასოა, გადახდისუნარიანებისთვის, შემოწირულობის სახით დაწესებულია სიმბოლური თანხა.“
დაინტერესებულმა პირებმა სამუშაო საათებში დარეკეთ კამარას ტელეფონზე:

2 22 14 28 ან 599714001

მსგავსი სტატიები

Leave a Comment