fbpx

ლონდონი მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა

ავტორი ჟოლო
36 ნახვა

საკონსულტაციო კომპანია PWC -ის მიერ ჩატარებული უახლესი გამოკვლევის თანახმად, გამოიკვეთა 2016 წლის საუკეთესო ქალაქები განვითარებისა და ცხოვრების დონის მიხედვით.

სულ კვლევაში მონაწილეობა 16 ქვეყნიდან, 5200-მა ადამიანმა მიიღო. მათ უწევდათ შეეფასებინათ ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ინფრასტრუქტურა, კულტურა, ინოვაციები, გართობა, კვება, უსაფრთხოება, განათლების ხელმისაწვდომობა და რა თქმა უნდა, ჯანდაცვა.

როგორც უცხოური მედია იუწყება, გამოკითხვაში ძირითადად საკუთარ აზრს აფიქსირებდნენ ე.წ. „ გადაწყვეტილების მიმღები“ , ინფორმირებული, 18 წელს გადაცილებული მოქალაქეები, მათ შორის ძირითადად მსხვილი ბიზნესმენები მოხვდნენ. შესაბამისად, საუკეთესო ქალაქად ლონდონი დასახელდა, თუმცა მიუხედავად გამოკითხვის შედეგად უმაღლესი შეფასებისა, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში, ბრიტანეთის დედაქალაქის პოზიციები სხვადასხვა მიმართულებით მკვეთრად ჩამოქვეითდეს.

რეიტინგში მეორე ადგილს პარიზი იკავებს, რომელმაც საუკეთესო შედეგი აჩვენა კულტურული და გასართობი მიმართულებით.

პარიზს კი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი მეგაპოლისი, ნიუ-იორკი მოყვება. ქალაქი, რომელიც ლიდერია ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლის მიხედვით. მეოთხე ადგილზე ამსტერდამი დასახელდა. ქალაქში, ველოსიპედითა და ფეხით სეირნობის ტენდენცია იმდენად გავრცელებულია, რომ ამის ხარჯზე ფაქტობრივად საავტომობილო შეფერხება ტერიტორიაზე არ ფიქსირდება. ამავეს თქმა შეიძლება სიდნეიზეც, რომელიც ინდექსში მეხუთე ადგილზეა. თავისუფალი საავტომობილო გზა და ეფექტური პოლიტიკა, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელებია.

გარდა ჩამოთვლილისა, ათეულში ასევე დასახელდნენ: ბერლინი, ტოკიო, ტორონტო, სტოკჰოლმი და ლოს-ანჯელესი.

წყარო: http://businesscontract.ge/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment