fbpx

მეხუთეკლასელი გოგონა წარმატებით მართავს საქველმოქმედო ორგანიზაციას

ავტორი ჟოლო
38 ნახვა

11 წლის მანდი საიმონი კარგი მაგალითია იმის, რომ დიდ იდეებს პატარა ასაკი ხელს არ უშლის.

 

 

გოგონა 7 წლის იყო, როდესაც დედას საკუთარი სურვილი გაანდო, დახმარებოდა სხვა ბავშვებს და მათი დაბადების დღე გაელამაზებინა. მანდის იდეა კეთილი ადამიანების დახმარებით მალე რეალობად იქცა.

 

 

11 წლის ქველმოქმედის იდეა შემდეგში მდგომარეობს: ორგანიზაცია, გაჭირვებულ ბავშვებს 5-დან 12 წლამდე დაბადების დღეს უხდის, სადაც მათ მეგობრების დაპატიჟება შეეძლებათ – დღის ბოლოს კი ყველა იუბილარი იღებს განსაკუთრებულ საჩუქარს.

 

 

“მე ვფიქრობ, რომ დაბადების დღე თითოეული ბავშვისთვის განსაკუთრებული მოვლენაა, რომელიც წელიწადში ერთხელ ხდება. ყველა იმსახურებს ეს ერთი დღე მაინც გაატაროს ბედნიერად და იზეიმოს ის მეგობრებტან ერთად, ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია ამ დღეს არაყოველდღიური გარემოს შექმნა და იმის ცოდნა, რომ მისი ოჯახების გარდა, მათზე სხვებიც ზრუნავენ.” – უთხრა 11 წლის მენდი საიმონმა ჟურნალისტს.

 

 

გოგონას ორგანიზაციას სხვადასხვა სპონსორი ჰყავს. მენდის ონლაინ საიტი აქვს სადაც ყველას შეუძლია დონაცია და ფულის გადარიცხვა ორგანიზაციაში. თანხა გაჭირვებული ოჯახებიდან ბავშვებისთვის დაბადების დღის დღესასწაულად გადაქცევას ხმარდება.

 

 

 

 

Simon Says Give-მა უკვე 500 დაბადების დღის ორგანიზება მოასწრო, მანდი მათ შორის მხოლოდ 100-ს დაესწრო, რადგან მას მეტად გადატვირთული გრაფიკი აქვს: სკოლა, ბიზნესი, საშინაო დავალებები.

 

 

მენდის ორგანიზაციაში დღეისთვის უკვე 40-ზე მეტი მოხალისეა გაწევრიანებული. ხანდახან, სკოლის გრაფიკის გამო 11 წლის ფილანტროპისტი პოტენციურ სპონსორებთან შეხვედრაზე და მოლაპარაკებებზე წასვლას ვერ ახერხებს და ამაში მისი გუნდის წევრები ეხმარებიან.

 

“ყოველთვის ვცდილობ შეხვედრები სკოლის განრიგის შემდეგ დავგეგმო და ყველაფერი დაბალანსებული მქონდეს, ამაში ჩემი ჯგუფის წევრები ყოველთვის მეხმარებიან და ხანდახან, როდესაც მე სკოლაში ვარ, ისინი ჩემს მაგივრად მიდიან მოლაპარაკებებზე.” – ყვება გოგონა.

 

მენდიმ 2014 წლის ბოლოს GlobeChanger-ის წოდება მოიპოვა Jefferson Awards Foundation-გან.

 

“ჩემი მიზანია 2022 წლისთვის უკვე ორი მილიონი ბავშვის დაბადების დღის ორგანიზებაში გვქონდეს მონაწილეობა მიღებული, ამისთვის კი გვჭირდება სპონსორები მთელი მსოფლიოდან.” – ამბობს მენდი.

 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment