fbpx

მიიღეთ ურთიერთობისგან ის, რაც გჭირდებათ…

ავტორი Ann
91 ნახვა

ურთიერთობა გაგებაზეა დამოკიდებული. თუ სწორად არ გეგმავთ ურთიერთობას, მაშინ რთულია მიიღოთ ის, რაც გჭირდებათ. თუ მაინც ასე მოხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ კეთილისმსურველები გყავთ, რომლებიც ზრუნავენ იმაზე, რომ თქვენი საჭიროებების თანხვედრა მოხდეს. იმისათვის, რომ ყოველთვის მიიღოთ ურთიერთობისგან საჭირო რამ, არსებობს 5 გზა:

გაიაზრეთ თქვენი ღირებულებები – თქვენ უნდა მოიპოვოთ თავდაჯერებულობა სწორედ თქვენი ღირებულებებიდან გამომდინარე. პირველ რიგში უნდა იცოდეთ რა ღირებულებები გაქვთ ურთიერთობაში. თუ თქვენ გეცოდინებათ საკუთარი თავის ფასი, შეძლებთ სხვაც დაარწმუნოთ ამაში.

დაამყარეთ კონტაქტი მშვიდი ტონით – თუნდაც ძალიან გაგაბრაზოთ სიტუაციამ არ ესაუბროთ პარტნიორს აღელვებული. აუცილებელია იზრუნოთ იმაზე, რომ ემოციურად მშვიდი იყოთ, რათა ჩანდეთ მაქსიმალურად თავდაჯერებული.

მოითხოვეთ, რაც ნამდვილად გჭირდებათ – აუცილებელია „მე“ დააყენოთ შესაბამის ადგილას. უნდა ისწავლოთ, ისაუბროთ პირველ პირში საკმაოდ თავდაჯერებულად. ხშირად გაუსვით ხაზი „მე მინდა, რომ…“

უსმინეთ ყურადღებით – იმისათვის, რომ საკუთარი ღირებულებების დაცვა შეძლოთ უნდა იცოდეთ თქვენი პარტნიორის ღირებულებები. მოუსმინეთ ყურადღებით და ის საუბარში აუცილებლად დაგანახებთ მისთვის ღირებულს. თუ თქვენ მოახდენთ საკუთარი ღირებულებების თანხვედრას ორივე მხარე მოგებული დარჩება.

გაიაზრეთ პარტნიორის კომუნიკაციის სტილი – ყველა ადამიანს კომუნიკაციის განსხვავებული სტილი აქვს. თუ გსურთ თქვენი საჭიროებების თანხვედრა მოხდეს აუცილებლად უნდა იცოდეთ მისი სტილი, რათა ურთიერთობა გაგიმარტივდეთ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment