fbpx

მიშა მესხი:,,მეძინა, ხომ არ ჩავიფსი”

ავტორი ჟოლო
69 ნახვა

ლოს ანჯელესიდან დაბრუნებული მიშა მესხი, ეკა ხოფერიას თოქ- შოუში,”ოსკარის”
ცერემონიალზე საუბრობს. მესხის ჩაძინებამ ცერემონიალზე, საზოგადეობაში დიდი  აჟიოტაჟი გამოიწვია. მსგავსი პრეცენდენტი “ოსკარის” არც ერთ დაჯილდოებაზე არ ყოფილა. უმეტესი ნაწილი უარყოფითად აფასებდა ამ ფაქტს. მსახიობი ამასთან დაკავშირებით პირველ სატელევიზიო კომენტარს აკეთებს:

 

“მეძინა, ხომ არ ჩავიფსი”-მიშა მესხი.


მიშამ არც ის საზოგადოების ნაწილი დატოვა უპასუხოდ, ვინც უხამსი კომენტარებით შეაფასა მისი ფოტო და პირდაპირ ეთერში შეიგინა.

 

ზაზა ურუშაძე:,, ხალხს ჰგონია, რომ მიშას დაეძინა 10 წუთით, სინამდვილეში,  მთელი ცერემონიის განმავლობაში ეძინა. არ ეძინა მხოლოდ იმ დროს, როდესაც ნომინაციას აცხადებდნენ, რადგან ემზადებოდა, იქნებ ავიდე სცენაზეო და რომ არ გამოვიდა ეს ამბავი, ძალიან მაგრად დაეძინა. ხვრინავდა, ჩემს მხარზე ჰქონდა თავი. საცოდავად გადაღლილი იყო. ორი დღე იმგზავრა, მაინც არ უნდა დაძინებოდა, სასაცილოა, სირცხვილია რომ დაეძინა, რაზეა საუბარი. მოჰიტო თუ რაღაც ჯანდაბა დალია და ჩემს მხარზე დაეძინა. ოსკარების ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, 87 ცერემონიის მანძილზე, პირველად ვიღაცას ეძინა ამ სასწაულ ცერემონიალზე. ვაღვიძებდი ხმებს გამოსცემდა, ყვიროდა  და მერჩივნა,რომ დაეძინა”.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment