„სულ მიკვირს, საკუთარი შვილები მაინც არ ეცოდება ამ ხალხს?“– კითხულობს პაატა ქურდაძე და ქვეყანაში მომრავლებულ უვარგის მანქანებსა და იმ საფრთხეზე საუბრობს, რომელიც თითოეულს გვემუქრება.<!– pagebreak –>
პაატა ქურდაძე: „ხუთიდან სამი მანქანა საქართველოში ნამდვილად გადასაგდებია. ამას რა თქმა უნდა არავინ აკეთებს, უკეთეს შემთხვევაში ოჯახის რომელიმე წავრს აძლევენ თვითონ კი სხვა ჯართს ყიდულობენ. და არც ერთ ხელისუფლებას არ ყოფნის გამბედაობა ეს მოსიარულე კატაფალკები აკრძალოს, თავს იმით იმართლებენ შემოსავლის ერთად ერთი წყაროაო. ეტყობა დიდი შვებაა შენი სიკვდილის მიზეზი ვიღაცის შემოსავლის წყარო რომ ხდება…
მანქანების ტექნიკური მდგომარეობა და გამონაბოლქვი ტყვია, ჩემ აზრით სრულიად საკმარისია იმისთვის რომ საქართველოს მოსახლეობა რამდენიმე წელიწადში ფაქტიურად განადგურდეს, რუსეთის და პუტინის “დახმარების” გარეშეც. ეს ფაქტიურად ავტოგენოციდია.
გასულ წელთან შედარებითაც კი სრულიად კატასტროფული მდგომარეობაა საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში. მე პირადად ასეთ დაბინძურებულ ჰაერიან ქალაქში არ მიცხოვრია.ალბათ არის უარესიც, მაგრამ მე მართლა არ მინახავს.
სულ მიკვირს, საკუთარი შვილები მაინც არ ეცოდება ამ ხალხს? პირველ რიგში პოლიტიკოსები მყავს მხედველობაში, ვისაც ევალება ამ ერთერთი ყველაზე მთავარი ქართული პრობლემის მოგვარება“.