არსებობენ მხატვრები, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან შედევრები, ასევე ისეთები, რომლებსაც ნებისმიერი საშუალებით შეუძლიათ მუშაობა, თუმცა იშვიათია ისეთები, რომლებიც რეალისტურ ნახატებს ქმნიან. წარმოგიდგენთ რამდენიმე მხატვარს, რომელთა ნამუშევრებიც ფოტოები გეგონებათ და არა ნახატები.
დიეგო ფაციო – ის მუშაობს როგორც პრინტერი. მისი ნახატები იმდენად რეალისტურია, თითქმის შეუძლებელია დაიჯეროთ, რომ თავად ხატავს. თითოეული პორტრეტის შექმნას ის 200 საათს ანდომებს.
ომარ ორტიზი – საოცრად წარმოაჩენს ფერებს.
გრეგორი ტილკერი – წვიმის ამაზე რეალურად გამოცემა ალბათ შეუძლებელია.
რუფ ტაისონი – ბრიტანელი მხატვარი, ხატავს ფანქრით და ზოგჯერ საღებავებით.
რობერტო ბერნარდი – ამ ნატურმორტის ნახვისას ალბათ ვერ დაიჯერებთ, რომ ნახატია.
რობილ ელეი – ლონდონელი მხატვარი მასშტაბურ ნახატებს ქმნის ზეთით.
გოლფრიდ ჰელნვაინი – ხატავს აკვარელით პორტრეტებს.
ვინსენტ ფატაუზო – ავსტრალიელი მხატვრის ნამუშევრები მთელს მსოფლიოში პოპულარულია.
კამალკი ლაურეანო – დომინიკელი მხატვარი ფერებს აკვარელით იღებს. მისთვის ხატვა სიამოვნებაა.
პოლ კედენი – მხატვრის ერთადერთი ინსტრუმენტი ფანქარია.
ტომას არვიდი – მისთვის საინტერესო თემაა ღვინო.
ბრაიან დრური – ამერიკელი მხატვარი, რომელმაც 2007 წელს ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემია დაამთავრა რეალიზმის განხრით.
იგალ ოზერი – საოცრად რეალისტურად ახერხებს განათების გადმოტანას ნახატზე.
ტანერ ცეილანი – თურქი მხატვარი, რომელიც ჰიპერრეალიზმის ჟანრში ხატავს.
ენდრიუ ტელბოტი – ბრიტანელი მხატვარი 15 წლიდან ქმნის ამ შედევრებს.