ქალბატონები ორ კატეგორიად იყოფიან: ისინი, რომლებსაც მაკიაჟი ძალიან მოსწონს და რომლებიც თვლიან, რომ ის სრულიად არაა საჭირო. სხვათაშორის ეს მეორე ნაწილი საკუთარ მოსაზრებას ხშირად იმით ამყარებს, რომ მამაკაცებს არ მოსწონთ გაპრანჭული ქალბატონები. არის თუ არა ეს სინამდვილესთან ახლოს?
სულ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა გამოცემამ ჩაატარა კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ქალბატონები, ისე მამაკაცები. ერთი რამ, რაც ცალსახად გამოიკვეთა ზედმეტად გადაპრანჭული ქალბატონები არავის მოსწონს, თუმცა სრულიად განსხვავებული სურათი აჩვენა შემთხვევამ, როდესაც მათ დახვეწილი მაკიაჟით აჩვენეს ქალბატონები. როგორც აღმოჩნდა ქალების უმრავლესობა მოვლილ ქალბატონებზე ეჭვიანობს და მიაჩნიათ, რომ ისინი დომინანტები არიან, გარდა ამისა ისინი ასეთ ქალებს მარტივად მოსანადირებლებად თვლიან, თუმცა მამაკაცებს დახვეწილი ქალბატონები უბრალოდ მოსწონთ და ფიქრობენ, რომ მათი მაკიაჟი პრესტიჟული და ლამაზია.