fbpx

„ნამდვილი სულიერი ცხოვრება იწყება მაშინ, როცა“…

ავტორი ჟოლო
4,054 ნახვა

«ნამდვილი სულიერი ცხოვრება იწყება მაშინ, როცა ადამიანი თავს ანებებს ისეთი ზოგადი ფრაზების გამოყენებას, როგორიცაა – «უფლის ნება», «მორჩილება», «სულიერი მოძღვარი», როდესაც იგი უფიქრდება – რა ხდება მის გულში. ეს ძვირფასი სიტყვები, ხშირად გამოიყენება, როგორც თავისებური, სიტყვიერი საფარველი, რომლის მიღმაც, ზოგჯერ, არავითარი სულიერი ცხოვრება არ დგას.

გესმით?! მრავალი ადამიანი ცხოვრობს ისე, რომ განსაკუთრებულად არც უფიქრდება იმას, რა ხდება მის თავს ამ ცხოვრებაში. ცხოვრობენ და ცხოვრობენ. დადიან ტაძარში, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან, ლოცვებს კითხულობენ, სახარებას კითხულობენ, მაგრამ არ უფიქრდებიან, რა ხდება მათ თავს. თუმცაღა, მათ ეჩვენებათ, რომ სულიერი ცხოვრებით ცხოვრობენ. სინამდვილეში, ეს, რიტუალური, რელიგიური ცხოვრებაა, რაღაც ხარისხით – რწმენით ცხოვრება, დიახ, მაგრამ ეს არ არის სულიერი ცხოვრება. რადგან აქ არაა მთავარი კითხვა: სად არის უფალი ჩემ ცხოვრებაში?

მე ერთხელ, თომას მერტონთან წავიკითხე ძალიან კარგი შეკითხვა, საკუთარი თავის მიმართ, თვითშემეცნებისთვის და თავადაც დავიწყე მისი გამოყენება საკუთარ თავთან მიმართებაში და ასევე შეთავაზება ჩემი ახლობელი ადამიანებისთვის.

შეეცადეთ კითხოთ საკუთარ თავს: რამდენი ხანი გავატარე დღეს ღმერთთან განმარტოებით? მოულოდნელი შეკითხვაა! ადამიანები მზად არიან თქვან, რამდენი დრო დახარჯეს ლოცვით კანონზე, რამდენ ხანს იყვნენ ეკლესიაში, რამდენჯერ ილოცეს დღის განმავლობაში, რამდენი წაიკითხეს სახარებიდან, რამდენი იფიქრეს სახარებაზე, მაგრამ, აი უფალთან განმარტოებით კი…

როგორც წესი, ადამიანები სვამენ შემხვედრ კითხვას: «ეს როგორ, და რას ნიშნავს ეს?». ეს კი ის არის, რაც წერია სახარებაში: «ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად» (მათე 6:6). აი ეს სათავსო – ეს ხომ არც ოთახია, არც კელია, ეს ხომ შინაგანი სამყაროა.
სწორედ იქ არის შესაძლებელი იყო ღმერთთან განმარტოებით».

დეკანოზი ანდრია (ლორგუსი)

მსგავსი სტატიები

Leave a Comment