გია ჯაჯანიძის შოუში სტუმრად მყოფი ცნობილი მუსიკოსი, კახა ცისკარიძე კლუბში ნარკოტიკების გაყიდვის თემამ ააღელვა. მუსიკოსის თქმით, თბილისის კლუბებში ნარკოტიკები არ იყიდება.
კახა ცისკარიძე სტუდიაში მყოფ ნინო ბურჭულაძეს დაუპირისპირდა, ნინო უკვე წლებია რაც ნარკომანიის თემაზე მუშაობს და წერილებს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებს. მუსიკოსი ნინო ბურჭულაძის შემდეგმა კომენტარმა ააღელვა.
ნინო ბურჭულაძე: „მას შემდეგ, რაც საქართველოში კლუბური გართობის კულტურა შემოვიდა, კლუბში ნარკოტიკებიც გაჩნდა. ქართული კლუბები ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ე.წ. კლუბური ნარკოტიკების შეძენა და მოხმარება ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება. შსს ერთხელაც არ შესულა კლუბებში. ვერ გეტყვით, რომ ოფიციალურ მენიუში შედის ნარკოტიკები, მაგრამ მათი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და ამას დასტურებს პაციენტი, რომელიც შემდგომში ნარკოლოგიურ კლინიკებში ხვდება.
კახა ცისკარიძე: „ქართულ კლუბებში არ იყიდება ნარკოტიკი და ცოტა არასწორია, პასუხის არგაცემა და გატარება ამაზე… საზოგადოება არ უნდა შევიყვანოთ შეცდომაში. ჩვენ დავდივართ საქართველოში კლუბებში და ვერთობით, იქ ნარკოტიკი არ გვინახავს“.
ნინო ბურჭულაძე: „არანაირ შეცდომაში არ შემყავს არავინ. ისევ ვამბობ ის პაციენტები, რომლებიც თუნდაც ზე-დოზირებით, ან მსუბუქი ინტოქსიაკაციით მოხვედრილან კლინიკებში ამბობდნენ რომ მათ ეს აღნიშნული ნივთიერება კლუბში შეიძინეს“.