fbpx

ნარცისიზმი – პიროვნული აშლილობა

ავტორი ჟოლო
220 ნახვა

ნარცისული პიროვნული აშლილობა მოიცავს ამპარტავნულ საქციელს, სხვებისადმი თანაგრძნობის უქონლობას, აღფრთოვანების საჭიროებას თავის თავის მიმართ, რომელიც უნდა ვლინდებოდეს მუდმივად, სამსახურსა და პირად ურთიერთობებში. ნარცისი ადამიანები ხშირად ხასიათდებიან როგორც ამპარტავნები, ეგოცენტრიულები, მანიპულატორები და მომთხოვნები. ნარცისი შეიძლება ორიენტირდეს მხოლოდ თავის შედეგზე, ის თვლის, რომ განსაკუთრებულ მოპყრობას იმსახურებს. როგორც წესი ნარცისს დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე, თუმცა ეს არ არის ის თვისება, რომელსაც ჩვენ მაღალ თვითშეფასებას ვუწოდებთ, რადგან ადამიანებს, რომლებსაც მაღალი თვითშეფასება აქვთ, უმეტესად თავმდაბლებიც არიან, ხოლო ეს უკანასკნელი ძალიან იშვიათად ახასიათებს ნარცისს.

 

ნარცისიზმი ეგოიზმის, მედიდურობისა და პატივმოყვარეობის პიროვნული თვისებაა. სახელი “ნარცისიზმი” ფროიდმა შექმნა ნარცისის მიხედვით. ბერძნულ მითოლოგიაში, ნარცისი იყო პათოლოგიურად ეგოცენტრული ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აუზში თავისი ანარეკლი შეუყვარდა. ფროიდს სჯეროდა, რომ ნარცისიზმი დაბადებიდან ყოველი ჩვენგანის მნიშვნელოვანი ნაწილია. ენდრიუ მორისონის მტკიცებით, ჯანმრთელი ნარცისიზმის ზომიერი რაოდენობა ინდივიდის მოთხოვნებს საშუალებას აძლევს დაბალანსდეს სხვებთან ურთიერთობაში. ზოგი ექსპერტის აზრით, ბევრი პათოლოგი ნარცისისტი მუშაობს საზოგადოების ყველაზე გავლენიან სფეროებში – მედიცინაში, ეკონომიკასა და პოლიტიკაში. ჰუმანისტურ ფსიქოლოგიაში, პათოლოგიური ნარცისიზმი დაბალი ეგოცენტრიზმის სიმპტომია.

 

ნარცისული პიროვნული აშლილობით დაავადებულ ინდივიდებს ჰგონიათ, რომ სამყარო მათ გარშემო ბრუნავს. ეს მდგომარეობა ხასიათდება სხვებისადმი თანაგრძნობის უქონლობითა და მუდმივი ყურადღების მოთხოვნილებით.

 

ნარცისის ძირითადი მახასიათებლებია:

 

– კრიტიკაზე სიბრაზით, სირცხვილითა და დამცირებით რეაგირებს.

 

– იყენებს სხვების უპირატესობას, რათა თავის დასახულ მიზანს მიაღწიოს.

 

– აზვიადებს საკუთარ მნიშვნელობას.

 

– აზვიადებს თავის მიღწევებსა და ტალანტს.

 

– ერთობა არარეალური ფანტაზიებით წარმატების, ძალის, სილამაზის, ინტელექტისა და რომანტიკის შესახებ.

 

– უსაფუძვლოდ დიდი მოლოდინი, რომ მის მიმართ კეთილგანწობილნი იქნებიან.

 

– ითხოვს მუდმივ ყურადღებასა და კეთილგანწყობას სხვებისგან.

 

– უმიზეზოდ ეჭვიანია.

 

– იგნორირებას უკეთებს სხვა ადამიანის გრძნობებს.

 

– აქვს აკვიატებული ინტერესები.

 

– მოქმედებს უმეტესად ეგოისტური მიზნების მისაღწევად.

 

ნარცისები ერთი შეხედვით მიმზიდველნი და მომხიბვლელები არიან და უმეტესად უპირატესობა აქვთ, როდესაც ადამიანს პირველად ხვდებიან. თუმცა საბოლოო შედეგები ნარცისისთვის სავალალოა, მაგალითად, წარუმატებლობა გრძელვადიან, პირად ურთიერთობებში.

 

                                                                                                   თათია ქვილითაია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment