fbpx

პრინცმა ჰარიმ აივ ინფექციაზე ტესტირება ჩაიტარა

ავტორი ნინო გონგაძე
21 ნახვა

პრინცმა ჰარიმ კამერების წინ აივ ინფექციაზე ტესტირება ჩაიტარა. სამეფო ოჯახის წარმომადგენელს თითიდან სისხლი ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში აუღეს.

პრინცი ჰარის განცხადებით, მისი ქმედება საზოგადოებაში შიდსის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

კერძოდ, რომ აუცილებელია აივ ინფექციის მარტივი სკრინინგ ტესტის გაკეთება. 31 წლის პრინცის ანალიზმა აივ უარყოფითი პასუხი აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ამ ინფექციით ყოველწლიურად მილიონზე მეტი ადამიანი ინფიცირდება.

გაეროს შიდსის სააგენტოს ინფორმაციით, დღესდღეობით მსოფლიოს მოსახლეობის 37 მილიონი ადამიანი შიდსის გამომწვევი ვირუსის აივ ინფექციის მატარებელია.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment