fbpx

პროექტი – „გახდი გაყიდვების ექსპერტი“

ავტორი ჟოლო
45 ნახვა

მოგეხსენებათ არსებობს უამრავი პროფესია და თითოეული მათგანი დასაფასებელია, თუმცა არსებობს ფასდაუდებელი პროფესიები, რომელთა დაუფლების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ არჩევანის სრული თავისუფლებით და არსებული ცოდნა და უნარები გამოიყენოთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. 

“მეტი დეველოპმენტი” გთავაზობთ 1 თვიან სასწავლო – პრაქტიკულ კურსს გაყიდვების სფეროში.

გაყიდვების სფერო – ეს გახლავთ ერთგვარი ბიზნესი, რომელშიც მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული ანაზღაურების ოდენობა.

გაყიდვების სფეროს კარგი ცოდნა გულისხმობს:

✅ კომუნიკაციური ფსიქოლოგიის ფლობას;

✅ საკუთარი თავის წარმოჩენის უნარს;

✅ კლიენტთან ურთიერთობის ფორმებს და ეთიკას;

✅ პირადი და სატელეფონო საუბრის წარმართვის ხელოვნებას;

✅ სხეულის ენის ფლობას და ცოდნას;

✅ ნეირო ლინგვისტიკური პროგრამირების დეტალებს;

✅ პოზიტიურ აზროვნებას და ა.შ.

მეტი დეველოპმენტი გთავაზობთ გაყიდვების ინტენსიურ კურსს, რომლის ფარგლებშიც თქვენ:

 

✔ დაეუფლებით ზემოთ ხსენებულ პროფესიას (ან გაიუმჯობესებთ არსებულ უნარებს);

✔ დაესწრებით მოწინავე ტრენერების მასტერკლასებს;

✔ გაივლით გაყიდვების პრაქტიკას მეტი დეველოპმენტის გაყიდვების ექსპერტებთან;

✔ შეისწავლით გაყიდვების ფორმებს და ინსტრუმენტებს.

ტრენინგზე დასწრების საფასურის გადახდას უზრუნველყოფს „მეტი დეველოპმენტი“.

სასწავლო პროგრამის დასრულებისას თითოეულ მონაწილეს გადაეცემა მიღებული ცოდნის შესატყვისი სერთიფიკატი;

საუკეთესოებს საშუალება ექნებათ გააგრძელონ მეტი დეველოპმენტთან თანამშრომლობა და მიღებული ცოდნა ფინანსურ შემოსავლად აქციონ.

სასწავლო პროგრამაში მოხვედრა მოხდება გარკვეული შერჩევის საფუძველზე.

გსურს გახდე 8 რჩეულიდან ერთ-ერთი?

შეავსე განაცხადის ფორმა  http://bit.ly/SlsTrng

მსგავსი სტატიები

Leave a Comment