„ ჩემთვისაც უდიდესი გადატრიალება გახდა უახლესი პროგრამა, რომელიც სხეულზე მუშაობით, ავტომატურად და “უმტკივნეულოდ” იწვევს წონის კლებას“ – ამბობს Ideal me-ს ავტორი ნატა თვალაძე და ბევრი ქართველი დიეტოლოგისთვის ჯერ კიდევ უცნობ მეთოდზე საუბრობს.
ნატა თვალაძე: არ ვიცი, იცით თუ არა, გაგიგონიათ თუ არა, წაგიკითხავთ თუ არა, მაგრამ კარგა ხანია, ჩაიარა 2 ქლიავის, უგულავას დიეტების და კალორიების თვლის დრომ. ადამიანის, მისი პოტენციალის, სხეულის შესაძლებლობების შესწავლის შედეგად, წონის კლების პრაქტიკა ყოველდღიურად იხვეწება და იმაზე გაცილებით ბუნებრივ სახეს იღებს, ვიდრე დიეტები, წამლები, კალორიების თვლები და სხვა თავის ტკივილებია…
დღეს ნატუროლოგია მიიწევს იქითკენ, რომ ადამიანი დაუბრუნოს ბუნებრივ მდგომარეობას, სადაც მას აღარ მოუწევს შიმშილი და ტანჯვა ლამაზი ფიგურის მისაღებად.
ჩემთვისაც უდიდესი გადატრიალება გახდა უახლესი პროგრამა, რომელიც სხეულზე მუშაობით, ავტომატურად და “უმტკივნეულოდ” იწვევს წონის კლებას, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე და რაც მთავარია, სამუდამოდ!
სწორედ მის ბაზაზე და ქართული საკვებისა და რეჟიმის გათვალისწინებით, უახლეს გამოკვლევებზე დაყრდნობით, ადამიანის ფსიქოლოგიის შესწავლით, შევქმენი პროგრამა “იდეალური მე”, რომელსაც დღეს საქართველოში 1 ანალოგიც კი არ აქვს და მე ამით ძალიან ვამაყობ!
მე არ ვარ დიეტოლოგი და მიხარია, რომ დღეს უკვე საშუალება მოგვეცა, საკუთარი სხეულის ენა გავიგოთ და ყოველგვარი დიეტოლოგების და ექიმების გარეშე, 100-ჯერ უკეთ დავეხმაროთ მას, იყოს ისეთი, როგორიც გვინდა – ჯანსაღი და მოხდენილი!
მინდა, ძალიან ბევრ ადამიანს ვასწავლო საკუთარი სხეულის მოსმენა და დახმარება! საკუთარი იდეალური ფიგურის გამოძერწვა! რადგან ეს ყველაზე მაგარი შეგრძნებაა ამქვეყნად და ვისაც ზედმეტი წონა აქვს, ნამდვილად გაიგებს ამას!
იმდენად საოცარი განცდაა, აღმოაჩინო – შენ, სწორედ შენ, რატომ მოიმატე წონაში და რამდენი სისულელის გჯეროდა (რომ ვერ დაიკლებ, რომ რაც არ უნდა დაიკლო, ისევ მოიმატებ, რომ წამალი თუ არ დალიე, არაფერი გეშველება, რომ ეს გენეტიკურად გერგო და შენი ხვედრია და ა.შ.) და კიდევ ის, რომ ასევე მარტივად და ავტომატურად შეგიძლია დაუბრუნდე იდეალურ მაჩვენებელს, ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ამ ცოდნის და გამოცდილების მიღებით, რომ ძალიან ძალიან მინდა, ეს ყველამ გამოცადოს…
მე 10 კგ დავიკელი, კიდევ ვიკლებ და 4-ს თქვენთან ერთად პროგრამის მსვლელობისას დავიკლებ… აი, რამდენად ვარ დარწმუნებული ამ პროგრამაში!
16 ივლისს ვიწყებთ საკუთარი სხეულის და წონის შეცვლას! მარტივად და სამუდამოდ!
P.S. ვისაც გინდათ, განიცადოთ, რას ნიშნავს, ერთხელ და სამუდამოდ დაუბრუნდე შენს იდეალურ სხეულს, შემოგვიერთდით >> inteleqtika.biz/idealme
P.P.S. ვისაც არ გსურთ საკუთარი თავისთვის ძალისხმევისა და რესურსების გაღება, ნახეთ, რა შედეგებს მივაღწევთ ჩვენ! დამიჯერეთ, ძალიან გაკვირვებული დარჩებით!