ბუდას გამონათქვამები
1. გზა ცაში არ არის, გზა გულშია
2. ყველაფერი გონებაშია, რასაც ფიქრობ ის ხდები
3. თუ პრობლემა მოგვარებადია, მაშინ დარდი რაღა საჭიროა? და თუ ასე არაა, დარდი ვერაფერს გიშველით.
4. ჩვენ ვერავინ გვიხსნის, საკუთარი თავის გარდა, ეს არავის ძალუძს და არც უნდა შეძლოს. ჩვენ თავად უნდა ვიპოვოთ ჩვენი გზა.
5. ჩვენ ისევე უნდა ვიზრუნოთ საკუთარი სხეულის ჯანმრთელობაზე, როგორც სულზე, რადგან წმინდა გონება და ჯანსაღი აზრები მხოლოდ ჯანსაღ სხეულში ბუდობს.
6. ჩვენ ყოველ დღე ხელახლა ვიბადებით და რასაც დღეს ვაკეთებთ, ყველაზე მნიშვნელოვანია. ნუ იქექები წარსულში, ნუ ფიქრობ მომავალზე, ერთადერთი ჭეშმარიტი დრო აწმყოა.
7. ვისაც შეუძლია იფიქროს, მას ყველაფერი შეუძლია.
8. ნებისმიერ პაექრობაში, როგორც კი ბრაზს ვრძნობთ, იმ წამსვე ჩვენ ვწყვეტთ ჭეშმარიტებისთვის ბრძოლას და ვიწყებთ საკუთარი ეგოსთვის ბრძოლას.
9. მე ვერ ვხედავ რა კეთდება, მე ვხედავ რა რჩება.
10. ნუ აკაკუნებთ ყველა სხვა კარზე, დააკაკუნეთ საკუთარი გულის კარებზე.
11. ჩვენ ფორმას ჩვენი ფიქრები გვაძლევს, ჩვენ ის ვხდებით, რასაც ვფიქრობთ. გონების განწმენდას ჩრდილივით სდევს თან უსაზღვრო სიხარული, რომელიც არასოდეს გვტოვებს.
12. თავად მოიპოვე ხსნა, ნუ დაელოდები მას სხვისგან.
13. თქვენ ვერ იპოვით გზას, თუკი თავად არ გახდით გზა
14. გრძნობდე ვინმეს მიმართ ბრაზს, ნიშნავს სვამდე საწამლავს და ელოდე, როდის მოიწამლება ის ვიღაც.
15. საკუთარი თავის დამარცხება გაცილებით უფრო დიდი გამარჯვებაა, ვიდრე სხვებზე გამარჯვება.
16. თუკი სასწაულის დანახვას შევძლებთ უბრალო ყვავილში მაშინ მთელი ჩვენი ცხოვრება შეიცვლება.
17. არა აქვს მნიშვნელობა წარსულის სიმძიმეს, შენ ყოველთის შეგიძლია დაიწყო თავიდან.
18. შენ კარგავ, როცა ებღაუჭები.
19. იყავით მადლიერი, იმისათვის რაც მოგეცათ. თუნდაც მცირედისთვის.
20. ჭეშმარიტი რელიგია სიკეთეა.