ჩვენი ბავშვობის მოგონებებიდან რა აიძულებს ჩვენს გულს აღელდეს და წარმოშობს საათის
ისრების უკან დატრიალების სურვილს?
შეიძლება ეს არის სიწმინდესთან დაბრუნების შეგრძნება ან უბრალოდ კმაყოფილება
ახალგაზრდობის განცდებთან კვლავ ზიარებისა?
ეს იყო დრო, როცა ყოველი სათამაშო, თოჯინა და თამაში იყო განსაკუთრებული განძი.
მანიაკალური ლტოლვა კოლექციონერებისა ანტიკვარული ნივთების მიმართ, სათავეს იღებს
სწორედ ამ ღრმა ბავშვობიდან და სურვილიდან თუნდაც ცოტახნით აღადგინონ წარსული.
ჩვენი შემდეგი ეპიზოდი დაგვაბრუნებს უკან, წარსულში, იმ პატარა საკონდიტროში,
რომელიც ოდესღაც ჩვენს უბანში იყო.
- საკონდიტროში თქვენ ხედავთ სხვადასვხა სახის კანფეტების, შოკოლადების, საღეჭი რეზინების და კარამელების რიგებს. ნაწილი მათგანი კოხტად არის დალაგებული თაროებზე, ნაწილი კი უწესრიგოდ ყრია ყუთებში.
რომელ ტკბილეულს აირჩევთ პირველად და რატომ? (დაასაბუთეთ,ახსენით თქვენი
არჩევანი)
- სანამ თქვენ საკონდიტროში ტკბილეულს არჩევთ, შეამჩნიეთ, რომ გარეთ ბავშვების ჯგუფი გამოჩნდა, რომლებიც შიგნით შემოსვლას ცდილობენ.
რამდენი ბავშვი შემოვა მაღაზიაში?
- თქვენ ყიდულობთ კანფეტებს, რომლებსაც პაკეტში გიყრიან და და მიდიხართ სახლში. როცა გახსნით პაკეტს, შეამჩნევთ, რომ გამყიდველმა უფასოდ გამასპინძლების მიზნით, დამატებით ჩაგიდოთ რამოდენიმე კანფეტი.
რამდენი დამატებითი კანფეტი მიიღეთ?
4. თქვენ ფიქრობთ იმაზე, რომ აჩუქოთ ნაყიდი კანფეტები ვინმეს.
ვის აჩუქებდით მათ?
გასაღები ტესტისთვის „ტკბილი მოგონებები“
სანამ კითხვას გააგრძელებთ, დარწმუნდით, რომ ტესტის ყველა პირობა შეასრულეთ
კანფეტების თემა გაბრუნებთ თქვენი ცხოვრების იმ პერიოდში, როცა შეგეძლოთ გქონოდათ
იმედი, რომ პერიოდულად ვინმე გაგიმასპინძლდებოდათ და უფრო მეტიც –
გაგანებივრებდნენ.
ეს სცენარი ხსნის თუ რას ელოდებით თქვენ სხვებისგან და როგორია თქვენი სხვებზე
დამოკიდებულების დონე.
- რა აარჩიეთ პირველ რიგში მაღაზიაში წარმოდგენილი უამრავი ტკბილეულიდან?
თქვენი არჩევანის საფუძველი, სინამდვილეში იმაზე მეტყველებს თუ რას ელოდებით
ყველაზე მეტად სხვებისგან.
თუ თქვენ იფიქრეთ – „მე ავიღებ კანფეტს, რომელშიც შიგნით არის სათამაშო–სიურპრიზი“,
მაშინ თქვენ ალბათ მიეკუთვნებით ადამიანების იმ ტიპს, რომლებიც დადებითად
რეაგირებენ საჩუქრებით მოსულ ადამიანეზე და/ან ძალზე უარყოფითად ეკიდებიან იმ
ადამიანებს, რომლებიც მოდიაც საჩუქრების გარეშე. იყავით ფრთხილად, ნუ გახდებით
ძალიან მატერიალისტური.
თუ თქვენს მიერ ტკბილეულის შერჩევა განაპირობა იმან, რომ გახსოვთ როგორი იყო მათი
გემო და გაგიჩნდათ ნოსტალგია, მაშინ შეიძლება თქვენ გწყურიათ ისეთივე ყურადღება და
სიყვარულის გამოხატვა, რომელსაც ღებულობდით ბავშვობაში დედისგან..
მამაკაცებო, თუ ასეთნაირად უპასუხეთ, მაშინ შესაძლებელია, რომ თქვენ აღგიქვამდნენ
როგორც დედიკოს ბიჭებს.
თუ თქვენ არჩევანი გააკეთეთ გარეგანი ფაქტორების მიხედვით, მაგალითად: „მე მომეწონა
გაფორმება, ის რაშიც იყო შეფუთული…“ ან „ისინი გამოიყურებოდნენ არაჩეულებრივად“
მაშინ თქვენ ეკუთვნით იმ ტიპს ადამიანებისა, რომლებსაც გამოაქვთ დასკვნა საგნებზე მათი
გარეგანი შეხედულების მეშვეობით. დაიმახსოვრეთ: თქვენ მიირთმევთ კანფეტს და არა იმას,
რაშიც ის არის შეფუთული.
- იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც მაღაზიაში შემოვიდნენ, სანამ თქვენ ტკბილეულს ყიდულობდით, გამოხატავენ იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ ცხოვრებაში.
ჩვენ ყველა ვსაჭიროებთ მხარდაჭერას, ეს იქნება ფიზიკური დახმარება სამუშაოში,
რომელსაც ვაკეთებთ, თუ წახალისება და მორალური მხარდაჭერა იმ ადამიანებისგან,
რომლებიც გვიყვარს. არ შეიძლება ცხოვრება გაიარო მარტომ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თუ ძალიან ძლიერად იქნები სხვებზე დაყრდნობილი, მაშინ შეიძლება პირადი თავისუფლება დაკარგო.
ადამიანთა პასუხებში, მაღაზიაში შემოსული ბავშვების რაოდენობაზე, ჭარბობს ციფრები 1–
დან 5–მდე. ისინი ვინც პასუხობენ რომ 5–ზე მეტი, კიდევ დიდხანს მოუწევთ საკუთარ თავზე
მუშაობა, რომ მიაღწიონ მოზრდილი ადამიანის პიროვნულ დამოუკიდებლობას.
ამავე დროს, იმათ, ვინც უპასუხა, რომ მაღაზიაში არ შემოსულა არცერთი ბავშვი,
აუცილებელია გადახედონ თავიანთი შეხედულებებს სამყაროზე.
- დამატებით მიღებული კანფეტების რაოდენობა გვიჩვენებს, თუ რამდენად ხართ ჯერ კიდევ დამოკიდებული დედაზე.
გამყიდველის მიერ გამოჩენილი ყურადღების მოცულობა, ის ყურადღებაა, რომლის მიღებაც
თქვენ გინდათ დედისგან.
მოზრდილთა უმრავლეოსბა ამბობს, რომ მიიღო ერთ–ორი კანფეტი. თუ თქვენ უპასუხეთ,
რომ მიიღეთ 10 ან უფრო მეტი კანფეტი, მაშინ ალბათ ღირს იფიქროთ იმაზე, თუ როგორ
გაშალოთ ფრთები უფრო ფართოდ და ამოფრინდეთ ბუდიდან.
- ვის მისცემდით კანფეტებს? ადამიანი, ვინც თქვენ დაასახელეთ – ეს არის ადამიანი, ვისზეც თქვენ გინდათ რომ იზრუნოთ მომავალში.
თქვენ დაასახელთ მშობლები? თქვენი სურვილი შეიძლება იმაზე უფრო ადერ ახდეს ვიდრე
გგონიათ.
იქნებ ეს არის ადამიანი, ვინც თქვენ ფარულად მოგწონთ? შეიძლება მასზე ზრუნვა თავიდან
სასიამოვნოდაც ჩანდეს, მაგრამ მერე შეიძლება დაკარგოს მიმზიდველობა…
იქნებ თქვით, რომ არავის არ მისცემდით კანფეტებს? ე.ი. თქვენ გირჩევნიათ იცხოვროთ ისე,
რომ ნაკლებად იყოთ სხვებთან დაკავშირებული. თითქმის არაფერს არ თხოვთ მათ და
იგივეს ელოდებით სხვებისგანაც.
მარტოხელას ეს დამოკიდებულება ნიშნავს, რომ თქვენ ალბათ არასდროს არ მოგიწევთ
ვინმესთვის რამის გაზიარება, გაყოფა, მაგრამ ეს ამავე დროს ნიშნავს იმასაც, რომ თქვენ
ალბათ არასდროს არ გეყოლებათ ისინი, ვისაც შეიძლება გაუზიარო ან გაუნაწილო რამე.
კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები
თარგმნა: ხვიჩა მებონიამ