ბედნიერებისთვის ბევრი რამ სულაც არ არის საჭირო, რამდენიმე ჩვევა და თქვენი დღე ბედნიერად “ფორმულირდება”. ნახეთ ბედნიერი ადამიანების ყოველდღიური ჩვევები:
დილა ღიმილით – გაღვიძებისთანავე გაიღიმეთ, ეს დილიდანვე კარგ განწყობას შეგიქმნით.
მადლიერება – მადლობა გადაუხადეთ საკუთარ თავს და სამყაროს, იმისთვის რაც გაქვთ.
ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი – აუცილებლად გამოაღეთ ფანჯარა გაღვიძებისას, თუნდაც ზამთარში.
დალიეთ ყავა – ეს სასმელი დილით ბევრ ადამიანს უყვარს. სხვათაშორის ყავა უარყოფითი ემოციისგან გათავისუფლებთ.
დააყენეთ მაღვიძარა ერთსა და იმავე დროს – ყოვედღიურად ერთსა და იმავე დროს გაღვიძება სასარგებლოა თქვენთვის.
დალიეთ ლიმონიანი წყალი – იმუნური სისტემის გამოსაცოცხლებლად ლიმონიანი წყალი დილით საუკეთესო საშუალებაა.
მიიღეთ ჯანსაღი საუზმე – ეცადეთ ყოველ დილით მიიღოთ მხოლოდ ჯანსაღი საკვები.