fbpx

ეპილაცია და ტკბილი?!

ავტორი ჟოლო
3.4K ნახვა

 BPN Georgia -ს პროგრამიმონაწილე

ლალი სანაკოევა, შუგარინგი – ტკბილი ეპილაციის“ დამფუძნებელი  

ბიზნესში ისე ჩაერთო, ბიზნესის მართვაზე არაფერი იცოდა. მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მის მიერ წამოწყებულ საქმიანობას ათასობით კმაყოფილი მომხმარებელი ეყოლებოდა და არა მხოლოდ  თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებშიც (რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი) მოიპოვებდა წარმატებას.

მინდა გაგაცნოთ ქალბატონი, რომელიც ბიზნესში დამოუკიდებლად პირველი ნაბიჯების გადადგმას არ შეუშინდა  და  რომლისთვისაც საქმის სიყვარული, საფუძვლიანი ცოდნა და სხვების გაბედნიერების სურვილი წარმატების გარანტად იქცა.

ქალბატონმა ლალიმ ტკბილი ეპილაციის“ პირველი ფილიალი 2015 წლის 7 იანვარს ვაკეში, ჭავჭავაძის 34 ნომერში გახსნა და ეპილაციის ყველაზე უსაფრთხო და უმტკივნეულო მეთოდის გავრცელებას ჩაუყარა საფუძველი.

– ქალბატონო ლალი, ეპილაცია და ტკბილი, ეს როგორ?!

– დიახ, მასალა რომლითაც მომხმარებელთან ვმუშაობთ შაქრით და ეთერზეთებით მზადდება და ტკბილია.

– რატომ შუგარინგი?

– ეს არის სხეულიდან თმის მოცილების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება. ამ მეთოდის უპირატესობა სხვა საშუალებებთან შედარებით ისაა, რომ იგი თმას ფესვიანად იღებს და დროთა განმავლობაში თმის ზრდის ინტენსივობა კლებულობს, შეფერილობა ღიავდება და რაც ყველაზე მთავარია, ამცირებს თმის რაოდენობას. მასალა არის სრულიად ნატურალური, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, არ ტოვებს კვალს, კანი პროცედურის შემდეგ ხდება გლუვი და ნაზი.

აღსანიშნავია ისიც, რომ არის უმტკივნეულო, არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და ის სრულიად უსაფრთხოა, როგორც ორსულებისთვის, ასევე მოზარდებისთვის.

როგორ გაჩნდა ,,ტკბილი ეპილაციისიდეა?

– ეპილაციის სხვადასხვა მეთოდთან მქონდა ხანგრძლივი შეხება, როგორც მომხმარებლის, ისე სპეციალისტის ამპლუაში. შესაბამისად, მათი ყველა დადებითი თუ უარყოფითი მხარე ძირფესვიანად მქონდა შესწავლილი. „შუგარინგის“ შესახებ არ ვიცოდი, უბრალოდ, ყოველთვის მინდოდა მომეფიქრებინა მეთოდი, რომელიც იქნებოდა უსაფრთხო და ორსული ქალებისთვის რეკომენდირებული. დავიწყე კვლევა და ასე აღმოვაჩინე ,,შუგარინგი“. თავიდან საკუთარ თავზე გამოვცადე და დავრწმუნდი, რომ სწორედ ის იყო, რასაც ვეძებდი. ასე დაიწყო ჩემი და ,,ტკბილი ეპილაციის“ ამბავი.

მერე საქართველოს ბაზარზე დავიწყე მოძიება, კეთდებოდა თუ არა ამ მეთოდით ეპილაცია, ძალიან ბევრ სალონს და კლინიკას ვეწვიე, მაგრამ არსად ჰქონდათ ამ მეთოდით თმის მოცილება შეთავაზებაში, მეტიც, არც კი იცოდნენ, რომ მსგავსი რამ არსებობდა.

ამან გადაგაწყვეტინათ ეს საქმიანობა ბიზნესად გექციათ?

– უფრო იმ დადებითმა თვისებებმა, რაც შუგარინგს ახასიათებს. არ იწვევს ალერგიას, უსაფრთხოა ორსულებისთვის, მოზარდებისთვის, არ იწვევს თმის ჩაბრუნებას. არ აზიანებს, არ აშრობს და არ აღიზიანებს კანს, პირიქით შაქარი ატენიანებს კანის ქსოვილებს, რის შედეგადაც ის ხდება უფრო ჯანმრთელი.

ჩემი პირველი ნაბიჯი ახალი მეთოდის სიღრმისეულად შესწავლა იყო.

თავიდან საკუთარ თავზე ვტესტავდი, შემდეგ სატესტო რეჟიმში ნაცნობებსა და ახლობლებს ვთავაზობდი ამ პროცედურას. მას შემდეგ, რაც საკმაოდ ბევრი პროცედურა ჩავატარე და არც ერთი უარყოფითი შედეგი არ მიმიღია, თამამად გავხსენი ჩემი პირველი ფილიალი, რათა ეს საოცარი მეთოდი ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო და ბევრი გამეხარებინა.

– როგორ მზადდება მასალა?

– მასალის დასამზადებლად საჭიროა ლიმონი, წყალი, შაქარი და სხვა ეთერზეთები, რომელიც კანს აპრიალებს. მართალია მასალის დამზადება სახლის პირობებშიც შეიძლება, თუმცა ძალიან დიდ დროსა და ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ გვირჩევნია, სხვა ქვეყნიდან გამოვიწეროთ ქარხნულად, ყველა პირობის დაცვით დამზადებული მასალა.

– იმისთვის, რომ ,,შუგარინგისკარგი სპეციალისტი გახდე სპეციალური უნარები და მომზადებაა საჭირო?

– ლაზერის ეპილაციისგან განსხვავებით, აქ არ არის საჭირო სერტიფიკატები, რადგან ეს არის ბიო, ესე იგი, უსაფრთხო ეპილაციის სახეობა. თუმცა, არც ისეა საქმე, რომ ნებისმიერმა შეძლოს ,,შუგარინგის“ გაკეთება. რადგან ეს მეთოდი ხელით მუშაობას გულისხმობს, დიდ სიზუსტესა და ყურადღებას მოითხოვს. უნდა იცოდე, რა მიმართულებით წაიღო ხელი პროცესის დროს, უნდა მიჰყვე თმის ძირის მიმართულებას და არა პირიქით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა კანი დაზიანდეს, მაგრამ მთავარი მაინც მონდომება და ემოციური განწყობაა. თავად უნდა გსიამოვნებდეს, როცა სხვას ბედნიერებას ანიჭებ. მომხმარებელს, მის კანს, მის სხეულს ისე უნდა უდგებოდე, როგორც საკუთარს. ალბათ, ეს მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ხელის სწორად მოძრაობა დასწავლადია.

– რა არის ,,ტკბილი ეპილაციის“, როგორც სალონის, უპირატესობა?

 მას შემდეგ, რაც პირველი ფილიალი გავხსენი, ,,შუგარინგის“ მეთოდი ნელ-ნელა ბევრ სალონში გამოჩნდა. ეს ბუნებრივია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ პირველები და უკვე ძალიან გამოცდილები ვართ ამ საქმეში, მომხმარებლებს ჩვენს მიმართ განსაკუთრებული ნდობა აქვთ. ყველა სპეციალისტი პირადად ჩემს მიერ არის გადამზადებული, ჯერ თეორიულად ვასწავლი სიღრმისეულად, შემდეგ მარტივი ზონებით ვაწყებინებ პრაქტიკას და როცა დავრწმუნდები, რომ ნამდვილად პროფესიონალურად დაეუფლა ამ საქმეს, მხოლოდ შემდეგ იწყებს ოფიციალურად მომხმარებლებთან მუშაობას. ამიტომაც ჩვენთან უმაღლესი ხარისხია და ამას მომხმარებლის უკუკავშირიც ადასტურებს.

რაც შეეხება მეთოდის უპირატესობას,  ისევ აღვნიშნავ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სრულიად უსაფრთხოა. არ აქვს არც გამოსხივება და არც სხვა გვერდითი ეფექტი, რომელიც შესაძლოა თუნდაც თეორიულად მავნებელი იყოს ჯანმრთელობისთვის. ასევე, ,,შუგარინგის“ დროს კეთდება ზუსტად ის ზონა, ის ნაწილი, რომელიც გსურს. შედეგიც მყისიერად მიიღება, სიწითლე 15–20 წუთში ქრება. ეფექტურია ქერა თმის შემთხვევაშიც, რომელსაც ეპილაციის სხვა მეთოდები ვერ ხედავს. ასევე, მისი გამოყენება შესაძლებელია პრობლემურ კანზეც, ვიტილიგოს თუ ვარიკოზის შემთხვევებში, რა დროსაც სხვა მეთოდები არ არის რეკომენდირებული. და რაც მომხმარებლებს ძალიან უყვართ, შუგარინგს აქვს ე.წ. პილინგის ეფექტი, კანს აშორებს მკვდარ უჯრედებს და მას ბზინვარესა და ჯანსაღს ხდის.

–        როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

–        მომხმარებლების რაოდენობა სულ უფრო იზრდება, ამიტომ ვგეგმავ კიდევ უფრო მეტი ფილიალის გახსნას, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ისე სხვა ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში. ასევე მინდა დავიწყო მასალის ადგილობრივად წარმოება, რომ აღარ მოგვიწიოს სხვა ქვეყნიდან შემოტანა. ვფიქრობ ,,ტკბილი ეპილაციის“ შემსწავლელი კურსების დაწყებასაც. მეუბნებიან, რომ ეს კონკურენტების გაზრდას გამოიწვევს, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. პირიქით, მინდა, ყველგან, სადაც  ამ მეთოდს იყენებენ, პროფესიონალურად გააკეთონ.

არის შემთხვევები, როცა დაზიანებული კანით მოდიან მომხმარებლები, იმიტომ, რომ სადღაც ცუდად გაუკეთეს. ჩემი მიზანი არ არის, რომ ერთადერთი ვიყო ბაზარზე. ეს ბიზნესია. კარგი ბიზნესი ხარისხს სწორედ კონკურენციის პირობებში ინარჩუნებს, მე ყოველთვის მზად ვარ გამოწვევებისთვის. მითუმეტეს ახლა მყავს ის ადამიანები, რომლებიც ამ კუთხით საჭირო რჩევებსა და დიდ მოტივაციას მაძლევენ. BPN Georgia ერთ-ერთი მათგანია.  ბიზნესში ისე შევაბიჯე, აკადემიური ცოდნა არ მქონია, ამიტომ ბევრ დაბრკოლებასა და გაურკვევლობას ვაწყდებოდი…

BPN Georgia– ს შესახებ სოციალური ქსელიდან  შევიტყვე.

ჩავერთე მათ პროგრამაში, სადაც  უკვე დიდი ცოდნა შევიძინე, როგორც ფინანსური მოდულის, ასევე მარკეტინგისა და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. BPN Georgia-ში მიღებული ინდივიდუალური ქოუჩინგები და გავლილი სემინარები მეხმარება გლობალური ხედვის ჩამოყალიბებასა და სამომავლო მკაფიო გეგმების დასახვაში. ფაქტობრივად BPN Georgia-ს სახით შევიძინე მეგობრები და მხარდამჭერები, რომლებსაც, ვიცი,  ყველა საჭირო ბიზნეს საკითხზე შემიძლია მივმართო და ისიც ვიცი, ამომწურავად დამაკვალიანებენ.

თუ თქვენც გსურთ გახდეთ  BPN Georgia -ს პროგრამის მონაწილე,

დარეკეთ:  599 87 93 41

შუგარინგი – ტკბილი ეპილაცია shugaring – sweet epil

მსგავსი სტატიები

Leave a Comment