მთები, ზღვები, ოკეანეები, საერთოდ ბუნება ფლობს უზარმაზარ ძალას, რომელიც
გვიზადავს და რაღაცნაირად გვატყვევებს. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ყველანი ბუნების
შვილები ვართ, მის წიაღში შობილნი და მისი გულუხვობით გამოზრდილნი.
მიუხედავად იმისა, თუ რა საოცრებები შეიძლება მოახდინოს ტექნოლოგიამ, უკან, ბუნებაში
დაბრუნება, საშუალებას გვაძლევს ვიგრძნოთ თავი ჭეშმარიტად ბედნიერ, სიცოცხლით სავსე
ადამიანად. მედიცინა შეიძლება განვითარდეს სულ უფრო და უფრო მეტად, მაგრამ
საუკეთესო მკურნალად მაინც ბუნება რჩება.
ჩვენი მორიგი მოგზაურობა თქვენ დაგაბრუნებთ მწვანე სამყაროში. განა შეიძლება ვიპოვოთ
უკეთესი გარემო საკუთარი ჭეშმარიტი მეს შესაცნობად?
- თქვენ აპირებთ მთაზე ასვლას, გამოძრავებთ რა სურვილი, იპოვოთ ზღაპრული იშვიათი ქვა.
რა შთაბეჭდილებას ახდენს თქვენზე მთა, როცა მის ძირში დგახართ?
- თქვენ ეძებდით დიდხანს და დაჟინებით, მაგრამ ვერაფერი ვერ იპოვეთ და სანამ ეძებდით მზეც ჩავიდა.
რას იზამთ ასეთ შემთხვევაში?
3. როგორც იქნა თქვენ იპოვეთ ქვა, რომელსაც ეძებდით.
რა ქვაა ეს? დაასახელეთ მისი ზომა, წონა და ღირებულება.
4. ახლა მოვიდა დრო ჩამოხვიდეთ მთიდან და დაბრუნდეთ სახლში.
რა გამოსამშვიდებელ სიტყვებს ეტყვით მთას და როგორი იქნება მისი პასუხი?
გასაღები ტესტისთვის „მაღლა მთაში“
სანამ კითხვას გააგრძელებთ, დარწმუნდით, რომ ტესტის ყველა პირობა შეასრულეთ.
მთა, რომლის ძირშიც თქვენ დგახართ, ასოცირდება მამათქვენთან ან მამათქვენის
ფიგურასთან თქვენს ცხოვრებაში.
ფსიქოლოგიის ენაზე ეს არის „ბრძენი უხუცესის“ არქეტიპის გამოვლინება. ქვა, რომელსაც
ეძებთ, ახდენს იმ შესაძლებლობებისა და უნარების სიმბოლიზირებას, რომლებიც უნდა აღმოაჩინოთ საკუთარ თავში საკუთარი დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ მოგზაურობის პერიოდში.
- შთაბეჭდილება, რომელსაც მთა ახდენს თქვენზე მის ძირში ყოფნისას, არის მამაზე თქვენი წარმოდგენის დემონსტრირება.
როგორია თქვენის აზრით მასზე ასვლა, მძიმე და საშიში? შეიძლება ფიქრობთ რომ ეს არის
ადვილი გასეირნება? ან იქნებ თქვენს წარმოდგენაში იშლება იდეალიზირებული ფორმა
დიდებული მწვერვალისა, რომელიც მოგიწოდებთ და გაძლევთ შთაგონებას იმისთვის რომ
ეძიოთ?
- ქვა, რომელსაც ეძებთ, წარმოადგენს თქვენში არსებულ, მაგრამ ჯერ კიდევ გამოუვლენელ ძალას და ტალანტს.
თქვენი პასუხი ამ კითხვაზე ახდენს იმის დემონსტრირებას, შეძლებთ თუ არა როდისმე ამ
დაფარული პოტენციალის რეალიზებას.
ისინი, ვინც ამბობენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გააგრძელებენ ძებნას, როგორც
წესი, ცხოვრებაშიც ასეთივე დაჟინებულობით და მიზანდასახულობით გამოირჩევიან და
არასდროს არ ნებდებიან, თუნდაც ნებისმიერი მცდელობა უშედეგოდ გამოიყურებოდეს.
ისინი ვინც პასუხობენ, რომ დროებით შეწყვეტენ ძიების პროცესს და მოგვიანებით
დაუბრუნდებიან მას, მიეკუთვნებიან იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც თვითონ
აძლევენ საკუთარ თავს ტემპს და თვითონ ახდენენ საკუთარი ძალების გათვლას
გრძელვადიანი პერიოდისთვის. ამ ჯგუფში ბევრია ისეთი, ვისი ტალანტიც შედარებით გვიან
იჩენს ხოლმე თავს.
ისინი, ვინც საერთოდ თავს ანებებენ ძიებას და ნებდებიან, რისკავენ იმით, რომ შეიძლება
ვერასდროს ვერ აღმოაჩინონ თავიანთი ჭეშმარიტი პოტენციალი.
- ის, თუ როგორ აღწერთ ქვას, ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ რას ფიქრობთ საკუთარ მნიშვნელობაზე. რამდენად მძიმე და დიდი იყო ის და რას ფიქრობთ მის ღირებულებაზე?
„ნუ, ასე 20 დოლარი ეღირებოდა“… ჰმ, არც თუ ისე დიდი ფასია არა?
„ქვა აღმოჩნდა უზარმაზარი ალმასი, რომელიც მილიარდობით დოლარი ღირს!“
აქ გავჩერდეთ, მე მგონია გასაგებია 🙂
- თქვენი გამოსამშვიდობებელი სიტყვები სინამდვილეში არის ის, რისი თქმაც გინდოდათ მამისთვის, მაგრამ ვერასდროს ვერ უთხარით.
მთის პასუხი ახდენს იმის დემონსტრირებას თუ როგორი წარმოდგენა გაქვთ თქვენს მიმართ
მამის გრძნობებზე.
ხომ არ გეცნობათ რომელიმე ქვემოთ დასახელებული მოდელი?
თქვენ: „მადლობა ყველაფრისთვის!“
მთა: „თავს გაუფრთხილდი.“
მოხდა თქვენს შორისაც ამის მსგავსი სასიამვნო დიალოგი, თუ თქვენი საუბარი უფრო
შემდეგნაირი იყო:
თქვენ: „როგორც იქნა ბოლოს და ბოლოს მოგიღე ბოლო…“
მთა: „აბა კიდევ ერთხელ გაიმეორე…“
იქნებ დროა მამათქვენი და თქვენ დაჯდეთ და გულახდილად დაილაპარაკოთ?
კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები
თარგმნა: ხვიჩა მებონიამ