fbpx

უიშვიათესი და ძვირადღირებული წიგნები

ავტორი ჟოლო
405 ნახვა

wigნორტუმბერლენდის ჰერცოგის ბესტიარიუმი – $ 5.850 მლნ

ბესტიარიუმი – ეს არის უძველესი ილუსტრირებული ცნობარი რეალური და მისტიური ზოოლოგიის შესახებ, ცხოველთა სამყაროს ერთგვარი შუასაუკუნოვანი ენციკლოპედია. პირველი ბესტიარიუმი „Physiologus” (ნატურალისტი), რომელშიც საკმაოდ უცნაური და ალეგორიული ცხოველებია შეტანილი, შეიქმნა IV საუკუნეში უცნობი ბერძენი ავტორის მიერ. იგი გახდა პირველწყარო შემდგომ უკვე სხვადსხვა ენაზე გამოსული ბესტიარიუმებისთვის.

ნორტუმბერლენდის ჰერცოგის ბესტიარიუმი თარიღდება 1250–1260 წლებით და შეიცავს ნამდვილი და გამოგონილი ცხოველების 112 გამოსახულებას და მათ 148 გვერდიან აღწერილობას. წიგნის განსაკუთრებულად საზეიმო გაფორმება და დახვეწილი ტექსტი მეტყველებს იმაზე, რომ თავიდანვე ტიტულოვანი დიდგვაროვნებისთვის იყო განკუთვნილი.

ჰორტუმბერლენდის შთამომავლები ახლაც ცხოვრობენ ინგლისში და თვით ჰერცოგის სასახლეც კი შემორჩა ჩრდიოეთ ინგლისში. წიგნის ახლანდელი მფლობელი კი, რომელმაც მასში თითმის 6 მილიონი გადაიხადა, უცნობი ამერიკელი კოლექციონერია.

 

bibliaიოჰან გუტენბერგის „ბიბლია“ – $ 5,4 მლნ

ეს უნიკალური წიგნი უძველესია ჩვენამდე მოღწეულთა შორის. დაბეჭდილია თავად გუტენბერგის მიერ გამოგონებული ე.წ. მოძრავი ბეჭდვით –in folio ფორმატის 42–სტრიქონიანი ვარიანტი.(არსებობს უფრო გვიანდელი, 36–სტრიქონიანი ვარიანტიც, რომელიც ცნობილია როგორც ბამბერგის ბიბლია). გასაყიდად პირველად თვითონ გუტენბერგმა გამოიტანა 1455 წელს მაინცში და ამ დროიდან იწყება ევროპაში ბეჭდური წიგნის ისტორიის ათვლა. წიგნი განსაცვიფრებლად ხარისხიან 135 ფურცელსა და 35 ხბოს ტყავზეა დაბეჭდილი. მელანიც, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, თავად გუტენბერგის მიერ არის გამოგონებული. წიგნი დაიბეჭდა 180 ეგზემპლარად, რომელთაგან მხოლოდ 48 შემორჩა, მათგან 21 – სრული. კრისტის აუქციონზე იაპონური ფირმა maruzen corporation–ის მიერ 5,4 მილიონ დოლარად ნაყიდი პირველი ეგზემპლარი, სამწუხაროდ, არასრულია. მასში მხოლოდ პირველი ტომია. დანარჩენი ნაწილები კი უკვე კარგა ხანია, არ ჩანს…

 

sheqspiriშექსპირის first folio – $ 5,2მლნ

1623 წელს დაბეჭდილი ლეგენდარული ეგზემპლარის სრული სახელწოდებით „მისტერ უილიამ შექსპირის კომედიები, ქრონიკები და ტრაგედიები. დაბეჭდილი ზუსტი და ორიგინალი ტექსტებიდან“. პირველი ფოლიო შეიცავს დიდი ფორმატის 998 გვერდს, ტექსტი ორ–ორ სვეტადაა დაბეჭდილი. ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი ინგლისურენოვანი წიგნი, რომლის არ არსებობის შემთხვევაში არ გვეცოდინებოდა შექსპირის რამდენიმე ნაწარმოები, მათ შორის მაკბეტი.

 

ჯ. ნეისმიტის „კალათბურთის თამაშის წესები“ – $4.338 მლნ

სწორედ ეს თანხა გადაიხადეს სოტბის აუქციონზე კალათბურთის გამომგონებლის ჯეიმს ნეისმიტის მიერ მანქანით ნაბეჭდ 2 ფურცლიან დოკუმენტში, რომელშიც გაწერილია კალათბურთის თამაშის 13 წესი. სწორედ ამ წესებით თამაშობენ კალათბურთს დღემდე.

kalat

 

წყარო: წერილი ბრმებზე – თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment