„განცდა მაწერინებს ლექსს, რომელიც ჩემშია და ხანდახან ძალიან მომეძალება, ამ დროს მხოლოდ და მხოლოდ მარტო დარჩენა მშველის საუკთარ პოეზიასთან“ – ამბობს ბაჩო რამიშვილი.
ამ განცდით დაწერილ ლექსებს მსმენელი 31 მარტს Sity CLUB-ში ბაჩო რამიშილისა და ლაშა ღლონტის ერთობლივ შემოქმედებით საღამოზე მოისმენს.
„ერთად გავაცილოთ მარტი” ასე ჰქვია საღამოს, რომელიც ლაშა ღლონტთან ერთად წელს უკვე მეორედ იმართება. მონაწილე სტუმრებს შორის ჯემალ სეფიაშვილს, მაკა შალიკაშვილსა და ჯუმბერ ამანათაშვილსაც იხილავთ… ლექსებისა და სიმღერების გარდა მაყურებელს ცოცხალი ბენდი და ბევრი იმპროვიზაცია ელოდება.
ეს 31-ში, Sity CLUB-ში, საღამოს რვა საათზე, მანამდე კი ბაჩო რამიშვილი საკუთარ ლექსებსა და „მარტის გაცილებაზე“ …
ბაჩო რამიშვილი: პირველი ლექსი 8 წლის ასაკში დავწერე, ჩემს უტკბილეს და უსაყვარლეს დედას მივუძღვენი, მას შემდეგ აღარ გავჩერებულვარ, სულ წერის პროცესში ვარ…
-რატომ მარტის გაცილება?
-არ ვიცი ვის როგორ ესმის მარტი, მე პირადად, ჩემი შემოქმედება მარტთან დავაკავშირე, მარტზე უამრავი ლექსი მაქვს დაწერილი. ერთ-ერთზე ჯემალ სეფიაშვილმა ულამაზესი სიმღერა დაწერა, რომელსაც არაჩვეულებრივად მღერის თეატრალურის კვარტეტი.
წელიწადის განრიგს რომ მივყვეთ სულ ოთხი თვე ვწერ ლექსებს, დეკემბერში ვიწყებ და მარტში ვემშვიდობები მუზებს. აქედან გამომდინარე დავარქვი ამ ყველაფერს, „მარტის გაცილება“… მარტი, რომელიც არასოდეს არ მცილდება:) მარტში ყველაფერი ლამაზად მეჩვენება…
-როგორც ვიცი უკვე ტრადიციად დამკვიდრდა „მარტის გაცილება“
-კი, ნამდვილად ასეა… პირველი საღამო, მე, გურამ ადამაშვილმა და ჯგუფმა ფრანმა ჩავატარეთ, შემდეგ იყო ნატო გელაშვილთან და დავით ილურიძის ბენდთან ერთად, შემდეგ ჯემალ სეფიაშვილთან და თეატრალურის კვარტეტთან… მე და ლაშა ღლონტი კი უკვე მეორე წელია ერთად ვაცილებთ მარტს. ძალიან მსიამოვნებს მისი გვეედით ყოფნა და რაღა თქმა უნდა ლაშას უთბილესი და ულამაზესი სიმღერების მოსმენა. ჩემი და ლაშას ტანდემი ძალიან მოსწონს ხალხს, ამიტომაც ვატარებთ განმეორებით ერთობლივ შემოქმედებით საღამოს…
-რა უფრო დიდი სიამოვნებაა ლექსის წერის პროცესი, თუ მკითხვლისთვის გაცნობა?
– იცი როგორ არის? ორივე განუყოფელი ნაწილია ჩემთვის ლექსს როცა ვწერ არ შემიძლია სხვას არ წავუკითხო, ვგულისხმობ ოჯახში მყოფ ადამიანებს… მიხარია როცა სხვები სწავლობენ ჩემს შემოქმედებას ზეპირად, იციან ჩემი ლექსები, ეს კიდევ უფრო გაათმაგებით მაწერინებს ლექსებს… შემოქმედებაც სწორედ ეს არის, როცა შექმნის დროსაც ბედნიერი ხარ და მსმენელთან შემოქმედებითი საღამოების დროსაც. მე ორივე მდგომარებაში თავს ბედნიერად ვგრძნობ…
-რას ნიშნავს ეს საღამო შენთვის?
-ეს საღამო ნიშნავს ” მომავალ წლამდე შესვენებას, ლოდინს, ასევე დიდ პასუხისმგებლობას მსმენელის წინაშე… საინტერესოა ახალი ლექსების პრემიერის დროს მსმენელის რეაქცია როგორი იქნება. ბევრ სხვადასხვა რამეს ნიშნავს ცოტა ნერვიულობასაც კი) ყველაფერს ცოტ-ცოტას და ერთ დიდ ემოციებით დატვირთულ კონცერტს…
[ot-video type=”youtube” url=”https://www.youtube.com/watch?v=VODDLKzCYaY”]
31 მარტს “მარტის გაცილება“
Sity CLUB
დას: 20:00სთ
ადმინისტრაცია 595633363