ყოველდღიურად გამოყენებული სიტყვები პირდაპირ კავშირშია ჩვენს ჯანმრთელობასთან. ამის შესახებ დასკვნა მეცნიერებმა ენდრიუ ნიუბერგმა და მარკ რობერტმა დადეს. მათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით წიგნიც მოამზადეს.
წიგნის ავტორების თქმით, რა სიგნალსაც მიაწოდებთ ქვეცნობიერს ის გამოვლინდება თქვენს გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე. თუ თქვენ ყოველდღიურად მხოლოდ სასიყვარულო და დადებით სიტყვებს გამოიყენებთ მინიმალური იქნება იმის შანსი, რომ რაიმე დაავადება დაგემართოთ, რადგან პოზიტივი ხასიათზე დადებითად მოქმედებს, ხასიათი კი თავის მხრივ სერიოზულ როლს თამაშობს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
რა ხდება უარყოფითი, აგრესიული ლექსიკის ხშირად გამოყენების შემთხვევაში? ამ დროს ყველაფერი საპირისპიროდ იქცევა. უარყოფითი იმპულსები თქვენს გონებას მიეწოდება, რაც ხასიათსა და ჯანმრთელობაზეც იმოქმედებს. თუ თქვენ გამუდმებით შიშის ქვეშ იქნებით და იფიქრებთ, რომ ყველაფერი ცუდადაა რაღაც პერიოდის შემდეგ მართლაც ასე მოხდება.
ამიტომ ეცადეთ იყოთ ყოველთვის პოზიტიურები, ამ შემთხვევში სამყაროც გაცილებით უკეთესი გახდება თქვენს ირგვლივ.