fbpx

რიცხვები და სექსი

ავტორი ჟოლო
272 ნახვა

ნუმეროლოგიის მიხედვით, ადამიანის დამოკიდებულებას და ქცევებს სექსის მიმართ განსაზღვრავენ ციფრები 1-დან 9-მდე. აქ საუბარია ბედის ციფრზე. შეგახსენებთ თქვენი ციფრის გამოთვლის მეთოდს: დააჯამეთ თქვენი დაბადების დღე, თვე, წელი, მიღებული ჯამი კვლავ შეკრიბეთ და ასე მანამ, სანამ ერთნიშნა ციფრს არ მიიღებთ. მაგალითად:

23.07.1994
2+3+7+1+9+9+4=35
3+5 = 8

1. თქვენ მგრძნობიარე და მგზნებარე ადამიანი ხართ. გაშინებთ „სიახლეები“ , გირჩევნიათ „ძველ მეთოდებს“ მიმართოთ ყოველგვარი ფანტაზიის გარეშე. უნდა დაივიწყოთ ერთფეროვნება, რუტინა და ცხოვრება გაილამაზოთ.

2. სექსში პასიური ხართ. გიყვართ, როცა თქვენი პარტნიორი იჩენს ინიციატივას, გსიამოვნებთ მოფერება და კოცნა. თქვენი აღგზნება მარტივია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მარტივად ჰყვებით გრძნობებს და უპასუხისმგებლოდ იქცევით. გირჩევთ, საყვარელ ადამინთან უფრო მეტად გაიხსნათ.

3. თქვენ გამოირჩევით განსაკუთრებული სექსუალობით. თამამად გამოხატავთ გრძნობებს და სრულიად არ გაღელვებთ ხალხის აზრი. ხანდახან სურვილის დაკმაყოფილების გამო შეგიძლიათ დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგათ. კარგი იქნება, თუ თქვენი სურვილების მართვას ისწავლით.

4. თქვენთვის პირველ ადგილზე ყოველთვის ოჯახი დგას. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრული ურთიერთობის დამყარება თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ხშირ შემთხვევაში სიყვარული გაბნევთ და სულელურ ქმედებებს გაკეთებინებთ. ურთიერთობის სექსუალური მხარე ნაკლებათ გაღელვებთ, პრიორიტეტს ემოციონალურ ურთიერთგაგებას ანიჭებთ. გირჩევთ პარტნიორი უფრო ხშირად გაახაროთ „სიურპრიზებით“.

5. თქვენს „შესაძლებლობებში“ ზედმეტად დარწმუნებული ხართ და პარტნიორისაგან მუდამ მოელით კომენტარს თქვენს „გმირობაზე“, მაგრამ პატარა შენიშვნაც კი თქვენში პანიკას ბადებს და კომპლექსებს გიჩენთ. ამიტომ უნდა შეეგუოთ იმ აზრს, რომ შესაძლოა პარტნიორმა გაგაკრიტიკოთ.

6. სექსი თქვენთვის ერთგვარი ხელოვნებაა! თქვენ გიყვართ რომანტიკა და სწორედ რომანტიკა იწვევს თქვენში აღგზნებას და თუ სრუფასოვანი ურთიერთობა გინდათ, შეეცადეთ თქვენმა პარტნიორმაც იცოდეს ამის შესახებ. ხშირად საწოლში „მსახიობობთ“ იმისათვის, რომ პარტნიორს მეტი სიამოვნება და თვითკმაყოფილება მიანიჭოთ, ამ დროს კი თქვენი შეგრძნებები იკარგება. გირჩევთ იმავე დოზით იზრუნოთ თქვენს სიამოვნებაზე, რამდენსაც პარტნიორის სიამოვნებაზე ზრუნავთ.

7. სექსი თქვენში გამჯდარია! ძალიან გიჭირთ მის გარეშე. თქვენი ტემპერამენტი ვულკანის ამოხეთქვას ჰგავს. სექსის დროს პარტნიორს პატარა „სისუსტესაც“ არ პატიობთ და თუკი მან ის გამოავლინა, ყველანაირად ცდილობთ ის ან „აღკვეთოთ“, ან პარტნიორი მოიშოროთ. მარტოობა სრულებით არ გაშინებთ, თქვენი დევიზია „ ან ძლიერი, ან არავინ“.

8. პირველ ადგილზე კომფორტსა და სტაბილურობას აყენებთ. სასიყვარულო განცდები, როგორც წესი, თქვენთვის უცხოა. ეს იმის ბრალია, რომ ზედმეტად საღად მოაზროვნე ხართ, უბრალოდ არ შეგიძლიათ უგონოდ შეყვარება. მაგრამ რაც შეეხება სექსს, აქ თქვენს ფანტაზიას საზღვარი არ აქვს! თუკი დაოჯახება გაქვთ გადაწყვეტილი, ჯობს მიამიტი და ძაღლივით ერთგული ადამიანი ამოირჩიოთ, ვინაიდან თუნდაც ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი თქვენს მეუღლეს ძალზედ ძვირი დაუჯდება.

9. სექსი თქვენთვის უფრო განტვირთვის საშუალებას წარმოადგენს, ვიდრე სიყვარულს. თქვენ არასდროს არ დათანხმდებით თქვენზე დაბალი ინტელექტუალური დონის ადამიანთან ფლირტსაც კი!

ნიკა დვალიშვილი

წყარო:http://geoastro.ge/

 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment