იყო მშობელი იოლი საქმე არ არის. ეს არის სამსახური, რომელიც არასდროს მთავრდება. რამდენად კარგად აღზრდი შვილს ეს არა მხოლოდ სხვების დასანახად გჭრდებათ, არამედ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, რადგან კარგად აღზრდილი შვილი, უპირველესად მშობლისთვის არის კომფორტი.
როგორც წესი, მშობლები შვილისგან ძალიან ბევრს მოითხოვენ და პირიქით, რის გამოც ხშირია უთანხმოება და გაუგებრობა. ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ იყოთ განსხვავებული, ძალიან კარგი მშობელი:
ნუ ეცდებით მის ნაცვლად გადაჭრათ პრობლემები – ბავშვიც ისეთივე დამოუკიდებელი პიროვნებაა, როგორც თქვენ. ნუ ჩაერევით ყველაფერში, ასაკის შესაბამისად მიეცით საშუალება გარკვეული პრობლემები თავად გადაჭრას, ასე დამოუკიდებლობას მიეჩვევა.
ეთამაშეთ – თამაში ბავშვის ენაა. შეარჩიეთ მისი ასაკისთვის შესაფერისი თამაში და ეცადეთ თამაშის დროს ისწავლოს რაღაც ახალი.
გაამხნევეთ – ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს როდის იქცევა კარგად და როდის არა. ამის გარჩევა რომ შეძლოს საჭიროა კარგი საქციელის დროს შეაქოთ და გაამხნევოთ.
პატივი ეცით მეუღლეს – ბავშვს ორივე მშობელი თანაბრად სჭირდება და ორივე ერთნაირად უყვარს. თუ გსურთ მისი პატივისცემა დაიმსახუროთ უნდა დაანახოთ რომ თავად სცემთ პატივს მეორე ნახევარს.
დატკბით მომენტით – ბავშვის მოვლა ურთულესი საქმეა: არეული სახლი, გასარეცხი ჭურჭელი, უამრავი სხვა საქმე, მაგრამ ამ დროს თქვენი პატარა უსაყვარლეს ღიმილს გჩუქნით, გაუღიმეთ და მოეფერეთ, რათა აგრძნობინოთ, რომ ის ნებისმიერ სიტუაციაში ძვირფასია თქვენთვის.
მიეცით სივრცე – მშობლებს ხშირად ეზარებათ ბავშვის გასეირნება, თუნდაც სახლში თავისუფლად გაშვება, რადგან იციან სახლს აუცილებლად აურევს და საათობით სვამენ ტელევიზორთან. ბავშვს სჭირდება სივრცე, როგორც უნდა გეზარებოდეთ, აუცილებლად გაასეირნეთ ბავშვი.
დაუწესეთ საზღვრები – ბავშვებს სჭირდებათ საზღვრები, რადგან მათთვის ძალიან გაურკვეველია სამყარო, თუ თავად არ ასწავლით რა არის დასაშვები ისინი ამას თავად ვერ მიხვდებიან. იყავით ზომიერად მკაცი მათ მიმართ.
წაიკითხეთ წიგნები ერთად – ეს ჯერ კიდევ ჩვილობიდან უნდა დაიწყოთ. ბავშვი ეჩვევა თქვენს ხმას, გარდა ამისა ბავშვობიდანვე ხვდება კითხვის საჭიროებას და უყვარდება წიგნები.
გამოყავით დრო მისთვის – როგორი დაკავებულიც უნდა იყოთ აუცილებლად გამოძებნეთ დღეში თუნდაც ნახევარი საათი უშუალოდ მისთვის. ეს დრო მთლიანად მას დაუთმეთ, რათა აგრძნობინოთ თქვენი სიყვარული და მზრუნველობა.
მიეცით თავს დასვენების უფლება – როდესაც საჭმლის გაკეთება გეზარებათ მისი შეკვეთა ცუდ მშობლად არ გაქცევთ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არის მომენტები, როდესაც მშობელს დასვენება სჭირდება, ასე ის მიხვდება, რომ ვალდებულება არ გაგაჩნიათ.