fbpx

თუ ამ ტექნიკას გამოიყენებთ და დანერგავთ ცხოვრებაში …

ავტორი ჟოლო
1K ნახვა

დილის მადლის სასწაულმოქმედი ძალა – ქოუჩინგ ტექნიკა «GEBY»

G ( GRATITUDE-ინგ.) – მადლიერება

როგორც კი გაიღვიძებთ დილით, ნახევრად მძინარე მდგომარეობაში, თქვენი ყურადღება მიმართეთ და გაიხსენეთ ამ ქვეყნად ვისი, რისთვის და რატომ ხართ მადლიერი. ცხოვრების რომელ სფეროებში გრძნობთ მადლიერებას, ბარაქას და სიუხვეს. საბოლოო ჯამში, ეს ჩვევაში გადაგივათ და ამით ბევრ სამადლობელ მიზეზს მოიზიდავთ.  ისწავლით, გაცილებით მეტის დანახვას, ვიდრე ხედავდით აქამდე.

E (EXERCISE-ინგ.) – ვარჯიში

არ დაგეზაროთ, დილის ვარჯიში 15-30 წუთი გახდის თქვენს დღეს  ეფექტურს. ამ დროს, ორგანიზმში მომხდარ ცვლილებებს და ბიოქიმიურ მოვლენებს მიჰყავხართ ემიციების, აზრების და მოქმედებების ცვლილებამდე. თქვენ ხდებით, მთელი დღის მანძილზე მობილიზებული, ენერგიული და ფოკუსირებული.

B (BREAKFAST-ინგ.) – საუზმე

არ გამოტოვოთ საუზმე. ის წარმოადგენს საჭმლის მიღების ისეთ დროს, რომელიც აგავსებთ მთელი დღის ენერგიით და აგაცილებთ თავიდან ძილის წინ ჭამის საკითხს. შესაბამისად, მწყობრში ჩადგება  ფიზიკური და ემოციური მდგომარეობაც.

Y (YOU-ინგ.) – თქვენ 

ადამიანი — განსაკუთრებულია სხვა, ცოცხალ ორგანიზმებს შორის. ჩვენ ყველას გვჭირდება პირადი დრო, განმარტოებით ყოფნა. ამ დროს მნიშვნელოვანია მოიწესრიგო ფიქრები, აზრები, რათა იგრძნო თავი დაბალნსებულად. რა გზას აირჩევთ ამისათვის, გადაწყვიტეთ თავად. ეს შეიძლება იყოს 15 წუთი ლოცვის, მედიტაციის, წიგნის კითხვის, დილის ხედით ტკბობის ფინჯან ჩაისთან ერთად, რომელსაც მიირთმევთ სიამოვნებით…

თუ ამ ტექნიკას გამოიყენებთ და დანერგავთ თქვენს ცხოვრებაში გაოცდებით, რამდენად მშვიდი, მობილიზებული იქნებით და რამდენად დროულად, გონივრულად მოახდენთ დღის გამოწვევებზე რეაგირებას.

გისურვებთ წარმატებებს!

თამარ კვარაცხელია

წყარო: https://zrda.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment