fbpx

„როცა ამ პოსტს წაიკითხავთ, კარგად დაფიქრდით, ყველაფერი გაიხსენეთ და გაიაზრეთ“

ავტორი ჟოლო
127 ნახვა

სხვის ჯიბრზე გინდათ ლამაზები იყოთ და კარგად გამოიყურებოდეთ.
სხვის ჯიბრზე გინდათ რამე შეიძინოთ და ბევრი გქონდეთ.
სხვისი გულის გასახეთქად გინდათ კარგი პარტნიორი გყავდეთ.
კარგი მანქანაც გინდათ სხვის ჯიბრზე.
სხვის ჯიბრზე გინდათ ცნობილი და წარმატებული იყოთ.
გგონიათ, გულზე გასკდებიან თუ კარგად იქნებით.
სხვის ჯიბრზე თქვენი ოჯახის წევრები წარატებულები უნდა იყვნენ.
გინდათ სხვის ჯიბრზე აკეთოთ ყველაფერი.
არ გინდათ დაეცეთ და დამარცხდეთ სხვის ჯიბრზე.
სხვის ჯიბრზე გამოიყურებით კარგად და ბედნიერები ხართ (ვითომ)
სხვის დასანახად და ჯიბრზე საუბრობთ სიკეთეზე, მადლიერებაზე და მიტევებაზე.
და სინამდვილეში? მტერსაც არ ვუსურვებ ისე ხართ.

როცა ამ პოსტს წაიკითხავთ, კარგად დაფიქრდით, ყველაფერი გაიხსენეთ და გაიაზრეთ.
ვინც სხვის ჯიბრზე რამეს აკეთებს ყველა განწირულია დასაღუპად.
სხვის ჯიბრზე არც წარმატება გინდოდეს, არც ფული, არც ჯანმრთელობა და არც დიდხანს სიცოცხლე.

ნუ ეცდებით იყოთ ბედნიერი სხვის ჯიბრზე.
… და სინამდვილეში? მტერსაც არ ვუსურვებ ისე ხართ.

თუ გინდათ იყოთ ბედნიერი, განთავისუფლდით ჯიბრისგან.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment