45
ინოვაციური მზის სათვალე, რომელიც ახალი ფუნქციებით არის დატვირთული
კომპანია Zungle-მ გამოუშვა მზის სათვალე, რომელმაც სრულიად შეცვალა მისი ფუნქცია. სათვალეს ჩამონტაჟებული აქვს USB კაბელი და მიკროფონი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მუსიკას მოუსმინოთ.
არ დაგჭირდებათ არც ყურსასმენები, არც ტელეფონი თუ Ipad, რადგან სათვალეს გაიკეთებთ თუ არა თქვენთვის სასურველი მუსიკა დაიწყება. მელოდია, მხოლოდ თქვენ გესმით და ხმაურით არც სხვას შეაწუხებთ. მისი წაშლა ან დამატება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, კომპიუტერის საშუალებით.
ახალი მზის სათვალე ახალგაზრდებმა ზაფხულის აუცილებელი ნივთად მიიჩნიეს და მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ იგი მთელ მსოფლიოს დაიპყრობს.
წყარო: Oservice.ge