“– რამდენი წლის დაქორწინდით?
– 21 წლისას უკვე ბაჩო მყავდა. არც სახლი მქონდა და არც კარი. მივადექი და ავაშენე სახლი. ჩემი შვილების დედა კმაყოფილი იყო, რომ ჩვენი ბავშვები არ იპარავდნენ, კარგად სწავლობდნენ. ქალი ისეთი ურთულესი სამყაროა, თვითონაც რომ ვერ ხვდება. ქართველ ქალს – მით უმეტეს, თავისი სამყარო აქვს.
– როგორი ქალი გყვარებიათ?
– ვერც ქალს და ვერც კაცს გარედან ვერ ვხედავ. წითელკაბიანმა ქალმა რომ ჩამიაროს გვერდით, ვერ დავინახავ, თუ თვალებში არ შევხედე. ქალს შიგნით ვუყურებ. ჩემი მეუღლეც თავის დროზე ლექსებს წერდა. პოეზია უყვარდა და ეს საკმარისი იყო, რომ მის მიმართ გრძნობა გამჩენოდა.
ქალი შენს სამყაროში უნდა იხედებოდეს. ხომ არ შეიძლება ცოლ–ქმარი სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობდნენ, თუ ასეა, უკვე მონა ხდები. ოჯახს და შვილებს რა ვუყო, თორემ აღარ მინდა მისი დანახვაო, მეუღლე რომ იტყვის, მონობაა, აბა რა არის?!…”
/ოტია იოსელიანი/