fbpx

საინტერესო ფაქტები ადამიანის ორგანიზმზე

ავტორი ჟოლო
1.5K ნახვა

ადამიანის ორგანიზმი დღემდე ბოლომდე შესწავლილი არაა. ყოველ წამს ჩვენს სხეულში უამრავი სხვადასხვა პროცესი მიმდინარეობს. ადამიანი ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი მექანიზმია, რომელიც ყველაზე კვალიფიციური ექიმების და მეცნიერების გაკვირვებას ახერხებს. ადამიანების უმრავლესობამ საკუთარ ორგანიზმზე არ არც ისე ბევრი რამ იცის.

1.      ადამიანის ენის ანაბეჭდი აბსოლუტურად უნიკალურია ისევე, როგორც თითის ანაბეჭდები;

2.    ერთ ღერ თმას შეუძლია საშუალო ზომის ვაშლის სიმძიმესაც კი გაუძლოს.

3.      ადამიანის პირის ღრუში არსერბული ბაქტერიების რაოდენობა რამდენიმე მილიარდს აჭარბებს.

4.    ტვინში შემავალი იმპულსების სიჩქარე, დაახლოებით, 400კმ/სთ-ია.

5.      ერთი დღის განმავლობაში სისხლი, დაახლოებით, 19 300 კმ-ს გადის.

6.    ადამიანის სხეულში არსებული ნერვული უჯრედების მთლიანი სიგრძე, დაახლოებით, 75 კილომეტრია.

7.      დღის განმავლობაში ადამიანი 20 000 ამოსუნთქვას მაინც აკეთებს.

8.    თითქმის ყველა ადამიანს წამწამებთან განსაკუთრებული ტკიპები ჰყავს, რომლებიც თვალით უხილავია.

9.      ადამიანის თვალს შეუძლია 10 მლნ სხვადასხვა ფერის დანახვა, მაგრამ ტვენი ყველა მათგანს ვერ აღიქვამს.

10. ადამიანის ყური მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ წყვეტს ზრდას. ზრდასრული ასაკიდან ის წლის განმავლობაში მეოთხედ მილიმეტრს იმატებს.

11.  ყოველ დღეს ადამიანი მთელი სხეულიდან კარგავს დაახლოებით 1 მილიონ უჯრედს რაც ყოველწლიურად 2 კილოგრამს შეადგენს.

12. ჩვენი სხეულის ერთი კვადრატული სანტიმეტრი, დაახლოებით, ტკივილის ასამდე სენსორს შეიცავს.

13.  მამრობით სქესს გემოს შეგრძნების უფრო ნაკლები რეცეპტორი აქვს, ვიდრე მანდილოსნებს.

14. საშუალოდ, ადამიანი ცხოვრების განმავლობაში 35 ტონა პროდუქტს იღებს.

15.  ადამიანი თავისი სიცოცხლის მანძილზე თვალების ხამხამში 5 წელს ატარებს. საბედნიეროდ, ამასთან ერთად სხვა საქმეების გაკეთებაც შეგვიძლია.

16. ყოველ წამს ადამიანის ტვინში 100 000-მდე ქიმიური რეაქცია ხდება.

17.  ადამიანის სუნთქვის სიჩქარე 160კმ/სთ-ია.

18. გაღიმებისას ადამიანის პირი 17-მდე კუნთი მონაწილეობს.

19.  დღე-ღამის მანძილზე ადამიანი გამოყოფს იმდენ სითბოს, რამდენიც გაალღვობდა 33 ლიტრ წყლის სახით მისაღებ ყინულს.

20. ადამიანის ტვინის უჯრედები 80% წყალს შეიცავს, ძვლები 25%-ს და კუნთები დაახლოებით 76%-ს.

წყარო: http://oxford-med.ge/inside

მსგავსი სტატიები

Leave a Comment