fbpx

„გარიგება“-ტყუილი ავსტრიის საპატიო მოქალაქესა და ქართველ მაღალჩინოსანს შორის

ავტორი ჟოლო
142 ნახვა

„ეს მხოლოდ ერთი ფარატინა ფურცელია, მაგრამ მე მეყოფოდა შემდეგი გმირობების ჩასადენად
რასაც ჩემი სამშობლოსა და ხალხისთვის ვაკეთებ !!!“- წერს ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი, კინოსა და თეატრის  მსახიობი მაია სასწრაფოშვილი-იორელი და თავის აღშფოთებას ფეისბუქზე პოსტის სახით აქვეყნებს – „შოკირებული ვარ დიასპორის მინისტრი-დირექტორის

„გარიგება“-ტყუილით! – წერს ის.

სტატუსს მალევე მოჰყვა საქართველოსა თუ უცხოეთში მცხოვრები ქართველების გამოხმაურება. რამდენიმე წუთში კომენტარების რაოდენობამ ასს გადააჭარბა. 

რამდენიმე კომენტარი არასრული სახით

„არაერთი საქმის წამომწყები და შემსრულებელი. საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მოყვარული და დამფასებელი. ყველა ემიგრანტისთვის უსაყვარლესი და დასაფასებელი ადამიანი ხარ მაია. იქ სადაც ერთ-ერთი პირველთაგანი უნდა ყოფილიყავი იგნორი გაგიკეთა ბრიყვმა ჩინოვნიკმა. შენ ხომ პირდაპირი და სამართლიანი ხარ, შენ ძლიერი და მაგარი ხარ ჩემო მაიკო! გული არ გაიტეხო! არ შეუშინდე უსამართლობას!“

„მაია, რაც მთავარია ღმერთისა და ხალხის წინაშე პირნათელი ხარ შენი გაკეთებული კეთილი საქმეებით !!!!!! ხომ გაგიგია საქმემან შენმან გამოგაჩინოსო ? შენ შენი დაუღალავი შრომით ყოველთვის ცდილობ ადამიანების გვერდში დგომას ! მთავარია ღმერთი ხედავს !!!!!! ნურც ის ნუ ჩაგაგდებს უხერხულად შენი რეგალიები რომ ჩამოთვალე , მერიდებაო რომ წერ . როცა გაიძულებს სიტუაცია უნდა ჩამოთვალო აბა რა უნდა ქნა . ყოველივე ხომ შენი თავდაუზოგავი შრომით მოიპოვე . არ ინერვიულო , ხალხს უყვარხარ !!!!!! ამაზე დიდი ჯილდო არაფერია !!!!!!!!!! გ ა ი ხ ა რ ე !!!!!!!“

„შეშფოთებას ვერ ვმალავ, გაოგნებული ვარ,  მაგრამ იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა, მე მჯერა შენი დიდი ქალობის, შენი შემართების, ვიცი რომ  ფარ-ხმალს არ დაყრი და გააგრძელებ შენს უკეთილშობილეს საქმიანობას შენი სამშობლოსა და ქართველი ხალხისთვის… მადლობა უფალს რომ არსებობ“

 

მაია სასწრაფოშვილი – იორელის პოსტი

უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური

თანამდებობის პირები

„გარიგება“ და ტყუილი !!!!

…პირველად მომინდა ,რომ ქართულ ანბანში დიდი ასოებიც ყოფილიყო!!!

საგანგებოდ მომინდა “ხმამაღლა” დამეწერა ის ,რამაც დღეს აღმაშფოთა და გული მატკინა!!!

დილიდან უშედეგოდ ვცდილობ საგარეო საქმეთა სამინისტროს
გვერდზე დადებულ დაჯილდოების ცერემონიალს თავსართად
დაუდო ის ფაქტები, რომლებიც წესით
და რიგით მათ უფრო უნდა აინტერესებდეთ, ვიდრე სხვას,
მაგრამ უშედეგოდ!!!!
თავსართის სახით დადებული
ყველა კომენტარი ,
სასწრაფოდ იშლება!!!

ამჯერად აქ გავაშუქებ!!!

დღევანდელი ჩემი პოსტი
შეეხება 2017 წლის 3 ივლისს
საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარებულ წარმატებულ ემიგრანტთა დაჯილდოვების ცერემონიალს!
სადაც სხვადასხვა ნომინაციაში ჯილდოვდებოდნენ საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ემიგრანტი ქართველები როგორც:
მეცნიერებაში შეტანილი
წვლილისათვის,
ასევე სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის,
ხელოვნებისა და სპორტის სფეროში შეტანილი წვლილისათვის
და აგრეთვე უცხოელი მეგობრები, რომლებსაც წვლილი მიუძღვოდათ ჩვენი ქვეყნის საქართველოს აღმშენებლობა -განვითარებაში.

კონკურსის წინაპირობა იყო,
რომ ნომინანტი,
წარდგენილი ყოფილიყო ამავე ქვეყნის სხვა ემიგრანტი ქართველისაგან და ამის დასტურად საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე გაეგზავნა E-maili და წარედგინა ღირსეული კანდიდატი ნომინაციაში.
მხოლოდ ერთი მაილი იყო საჭირო იმისათვის, რომ კონკურსის ნომინანტი გამხდარიყო ვინმე.
ქალაქ ვენიდან ჩემს წარსადგენად
გაიგზავნა რამოდენიმე E-maili
სახალხო დიპლომატის ნომინაციაში.
წარმდგენები იყვნენ ავსტრიაში მცხოვრები ქართველები:
ნინო ბაუზბეკი,
კესო სხირტლაძე,
ქეთევან სირბილაძე,
თამარ სურგულაძე,
ინგა ცაგარელი და
დიასპორული ორგანიზაცია.

ვინაიდან,
ვენაში მოხვედრისთანავე
,თითქმის ორ წელიწადში
ავსტრიის სახელმწიფომ, განსაკუთრებული დამსახურებებისათვის ავსტრიის რესპუბლიკის წინაშე
ქვეყნის საპატიო წოდება და მოქალაქეობა მომანიჭა,

ვინაიდან,
დაახლოებით 15 წლის უკან საფუძველი ჩავუყარე და დავაფუძნე ავსტრიის სახელმწიფოში ,ქალაქ ვენაში
პირველი საეკლესიო გუნდი
ქართველი ემიგრანტებისათვის

ვინაიდან,
2012 წელს
ჩემი ბინა ,რომელიც ვენის პრესტიჟულ რაიონშია, საქართველოს აბსოლუტურად უსასყიდლოდ დავუთმე საარჩევნო ოფისად .სადაც ყველა პარტიის მომხრე ქართველს შეეძლოთ მოსვლა და აღრიცხვაზე ასვლა ქართული ხაჭაპურის და ცხელი ჩაის დაგემოვნებასთან ერთად.
აგრეთვე დღემდე
ოფიციალურად , მაგრამ ასევე უსასყიდლოდ ვიღებ მონაწილეობას ვენაში მყოფ საქართველოს მოქმედ საკონსულოს ყველა არჩევნებში ყოველგვარი სიმბოლური ანაზღაურების გარეშე!!!

ვინაიდან ,
უკვე 7 წელია ვარ ავსტრიულ-ქართული თეატრის პრეზიდენტი და ვაწარმოებ უამრავ ქართულ-უცხოურ პროექტებს
ყოველგვარი დაფინანსების გარეშე!
ჩემი პირადი ხარჯებით!!

ვინაიდან,
2016 წელს სავსებით დამსახურებულად მომენიჭა უცხოეთში მცხოვრები ყველაზე წარმატებული ქართველი ქალის ტიტული !

ვინაიდან
უკვე 15 წელია არა მარტო ავსტრიაში მყოფ ქართველებს, არამედ
სხვა ქვეყნებშიც და მათ შორის საქართველოშიც მყოფ ქართველებს
ვუწევ უამრავ დახმარებას როგორც მორალურს,ისევე ფინანსურს .
ამ 15 წლის განმავლობაში მე და ჩემს შვილს არაერთი და ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობი ქართველი ოჯახები, პიროვნებები და სტუდენტები შეგვიფარებია გრძელი ვადით სხვადასხვა პრობლემებით და ღირსეული მასპინძლობაც გაგვიწევია!
ამის დასტურია მადლიერების ნიშნად მათი გამოგზანილი უამრავი ხატები.

ვინაიდან
ავამუშავე ჩემი ისტორიული პროექტი
რომელიც მეგობრობის და მშვიდობის საწინდარია მთელს მსოფლიოში.
და ამა წლის იანვარში საქართველოს საელჩოში ვენასა და ბათუმს შორის მეგობრობის მემორანდუმსაც მოეწერა ხელი. გრძელვადიანი პროექტი-
მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების დამეგობრება და გაცვლითი პროექტები. ხელოვნება გადაარჩენს კაცობრიობას!

ვინაიდან ,
2007 წელს ავსტრია -საქართველოს
დიპლომატიური ურთიერთობების 15 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიების ავტორი და ორგანიზატორი!
უამრავი საქებარი და წარმატების დამადასტურებელი დიპლომი მაქვს მიღებული არამარტო უცხოეთიდან ,არამედ ჩვენი ქვეყნის საელჩოებიდანაც. აგრეთვე
უამრავი უანგარო და უსასყიდლო პროექტი მაქვს გაკეთებული ჩემი ქვეყნის ხალხისათვის არამარტო უცხოეთში…

 

…ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი…

….აი ამიტომ ,
თუნდაც ამიტომ
და არა მარტო ამიტომ ,
მქონდა მოლოდინი და განცდა,
რომ აუცილებლად ვიქნებოდი დაჯილდოვებული ნომინაციაში ,
სახალხო დიპლომატი !!!
ეს მხოლოდ ერთი ფარატინა ფურცელია ,მაგრამ მე მეყოფოდა შემდეგი გმირობების ჩასადენად
რასაც ჩემი სამშობლოსა და ხალხისათვის
ვაკეთებ !!!

ყველაზე მთავარი და
გამაოგნებელი ეხლა იწყება!!!

ა.წ. 25 ივნისს…ზუსტად ერთი კვირით ადრე ამ დაჯილდოვებამდე ,ქალაქ ვენას ესტუმრა ბატონი რატი ბრეგაძე თანაშემწე -ქალბატონ ლელა შველიძესთან ერთად.
ბატონი რატი გახლავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის
დირექტორი!
ანუ იდეაში ემიგრანტების გულშემატკივარი და მფარველი:::))))
ვენაში გამართულ შეხვედრაზე მას პირადად ვესაუბრე და ვკითხე დაჯილდოების ცერემონიალის თარიღის თაობაზე.
სამწუხაროდ ბატონი რატი
“არ” აღმოჩნდა ინფორმირებული
იმ პროექტთან დაკავშირებით,
რომლის ავტორიც თვითონვე გახლავთ:::)))))
თუმცა, განაცხადა, რომ “მგონი”
“ეს”ღონისძიება 3 ივლისს იგეგმებოდა.
აგრეთვე მისი ვარაუდით
წინასწარ ავსტრიიდან ამორჩეული კანდიდატურაც კი დამისახელა.

გამიკვირდა , ვინაიდან კონკურსის მთავარი პრინციპი კონფედენციალურობის დაცვის
აუცილებლობაა და მხოლოდ დაჯილდოების დღეს ვლინდებიან
ღირსეულები!
მინდა გითხრათ, რომ ბატონ რატის პირველად ვხედავდი ცხოვრებაში. თუმცა, გაირკვა რომ მას უკვე ვყავდი ნანახი…
..ვინაიდან ჩემი ვიზუალურობის გარდა ჩემს შესახებ არაფერი იცოდა ჩავთვალე, რომ სავარაუდოდ
ჩემი დეკოლტე ექნებოდა შემჩნეული სადმე:::))))))))

როდესაც ვკითხე რა იცოდა ჩემს შესახებ და საერთოდ ჰქონდა თუ არა წაკითხული ჩემი CV
(ავტობიოგრაფია) მაინც,
მან მიპასუხა, რომ
“თვალი გადაავლო”…(ვფიქრობ იცრუა)
რის შემდეგაც კომისიის წევრებმა და თვითონაც ჩათვალეს , რომ წელს
2017-ში მე უკვე ვიყავი დაჯილდოვებული წარმატებული ქალის ტიტულით და ეხლა უმჯობესი იქნებოდა სხვა კანდიდატებისათვის დამეთმო გზა…….და ვინაიდან სხვა პროექტებიც მრავლად აქვთ სამინისტროში , შემდეგში აუცილებლად ისევ მე “დამაჯილდოვებდნენ” ::)))))

…” გამირიგდა” ბატონი რატი:::))))))

…შოკირებული დავრჩი
დიასპორის “მინისტრი-დირექტორის” ესოდენ არაარგუმენტირებული და ლოგიკა მოკლებული პასუხისაგან!!!
ანუ “გარიგებისაგან” !!:::))))))
…უცებ შედარება მოუყვანე და აქეთ ჩავეკითხე:
– ბატონო რატი, გუშინ რომ ცურვაში აგეღოთ პირველობა და დღეს კი მძლეოსნობაში ,თუ დაუთმობდით თქვენს მიერ მიღწეულ პირველობას ვინმესთქო?!!
…სუჩუმე ჩამოვარდა:::))))
..გამეღიმა:::))))) ..
..ისევ გაუგრძელე საუბარი ეხლა
იმის შესახებ , რომ ცდებოდა
და 2017-ში საპატიო პროფესორის ჯილდოს გარდა ,სხვა ჯილდო ნამდვილად არ მქონდა მიღებული ისიც დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიამ მომანიჭა რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არანაერი კავშირი არ ჰქონდა.
…ჩაეღიმა და ნიშნის მოგებით მომიგო
– არა, ზუსტად ვიცი!!!!!!!
მე თვითონ ვესწრებოდი
ქალბატონო მაია “Garden Hollshi”
თქვენს დაჯილდოვებასო. საზეიმო
საღამო კახი კალაძემ რომ გახსნა არ გახსოვთო? მომიგო ნიშნის მოგებით.
…….გამეცინა!
…გ ა-მ ე-ც ი-ნ ა !!!!!!
– ბატონო რატი,
იცით ,ეგ მე კი არ მაჯილდოვებდნენ,
არამედ მე ვაჯილდოვებდი ჩემს მიერ არჩეულ ნომინანტს…
ავსტრიაში მცხოვრებ და
აწ გარდაცვლილ მხატვარს ,
თამუნა სირბილაძეს!
სცენაზე კი მისი დედა იყო მოწვეული.
ის მაინც არ გახსოვთ მთელი დარბაზი ფეხზე რომ წამოდგა წუთიერი დუმილისათვისთქო???!!!
……ჰმ……მდა…
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!
ნეტავ რისთვის იყო მოსულითქო …?!
გამიელვა უცებ თავში…
-ალბად ეტიკეტი ითვალისწინებდა მის იქ ყოფნასთქო..
მევე გავეცი ჩემს თავს პასუხი::)))))
რაც შეეხება ჩემს დაჯილდოვებას კი, ბატონო რატი,
მე 2016 წელს ,დამაჯილდოვეს
რუსთაველის თეატრის დარბაზში!
…სიჩუმე ჩამოვარდა სავსე დარბაზში::)))
ბატონმა რატიმ უცებ შეცვალა თემა
და “ჩვენება” შეცვალა. მითხრა ,რომ ვინაიდან ბევრი სავარაუდო თარიღი იყო დანიშნული ამ პროექტთან დაკავშირებით ,ნამდვილად არ იცოდა არც ცერემონიალის თარიღი და არც გამარჯვებული ნომინანტები იყვნენ მისთვის ცნობილნი და ამიტომ, დამპირდა,რომ მეორე დღესვე
როგორც კი თბილისში ჩაფრინდებოდა მომწერდა მაილზე ზუსტ თარიღებს. რაღა თქმა უნდა
გავცვალეთ სავიზიტო ბარათები და დაველოდე მოვლენებს.
….ტყუილად ველოდებოდი, არავინ მეხმიანებოდა…
ჩავთვალე, რომ თვითონ უნდა შევხმიანებოდი და შევეხმიანე კიდეც!
ცოტა ხანში პასუხიც მივიღე:
-არც თარიღია ცნობილი და არც ნომინანტებია გამოვლენილი ქალბატონო მაიაო
მპასუხობნდნენ სამინისტროდან!
………..
გუშინ კი ,
03.07.2017 თბილისში
ჩატარდა წარმატებული ემიგრანტების გრანდიოზული დაჯილდოვება!!!
…………………
………ანუ გამოდის ,რომ
ბატონმა რატიმ
უბრალოდ მომატყუა!!!

…ამ ყველაფრის შეფასება და კომენტარები თქვენთვის მომინდვია, თუმცა ჩემი შეფასება, ვფიქრობ ,
ისედაც ნათელია!!!

უამრავი კითხვები მაქვს
ჩემს სამშობლოსთან ,
მაგრამ დღეს ,
მინდა მხოლოდ ერთ კითხვაზე პასუხი!!!!
ამ კითხვის ადრესატები არიან
ამ პროექტის ავტორი, ორგანიზატორები ,
სამინისტრო და მთავრობა!

მიპასუხეთ !
მე, მაგისტრ მაია
სასწრაფოშვილ -იორელს ,
კინოსა და თეატრის
მსახიობსა და მომღერალს,
ავსტრიის რესპუბლიკის
საპატიო მოქალაქეს 2006 წლიდან,
2016 წლის ტიტულ – ყველაზე წარმატებული ემიგრანტი ქალის მფლობელს,
2011 წლიდან ავსტრიულ-ქართული თეატრის პრეზიდენტს
პროექტ- მსოფლიო ქალაქების მეგობრობის ავტორს
ქართული საქმის უანგარობისათვის უამრავი ღირსეული ჯილდოს მფლობელს მათ შორის საქართველოს საელჩოდან გაცემულს.

მქონდა თუ არა უფლება მცოდნოდა
ამ პროექტის ზუსტი თარიღი .
სად და როდის ტარდებოდა ეს დაჯილდოვება და მქონდა თუ არა უფლება თუნდაც ტაში დამეკრა
ამ პროექტში დაჯილდოვებული ღირსეული მამულიშვილებისათვის?!

P.S.
….. 15 წლის უკან, სამედიცინო ვიზით შვილის გადასარჩენად გავემგზავრე ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სადაც მეორე დღეს უკვე ოპერაცია იყო დანიშნული. საქართველიში არასწორი
დიაგნოსტიკის და მკურნალობის გამო
სასიკვდილო რეალობას შევეჯახე ვენის კლინიკაში. ამ ყველაფრის შედეგად
ჩემს 15 წლის ვაჟს მარჯვენა ხელი და მხარი მოჰკვეთეს!

მას შემდეგ მოგვიწია საავადმყოფოში ძალიან დიდი ხნით დარჩენა და დღემდე ღირსეულად ვცხოვრობთ,
ვმოღვაწეობთ და სამშობლოს სიყვარულით უამრავ კეთილ საქმეს ვაკეთებთ!
მეგონა ვერასოდეს ვიტყოდი ჩემს თავზე ამდენს ,მაგრამ როდესაც სამშობლო ამდენ ნამოღვაწარს ტალახში ამოგიგანგლავს
სხვა გზა აღარ გრჩება ადამიანს
იმის გარდა რომ თვითონ ისაუბრო შენს თავზე და აცნობო საზოგადოებას
ამის შესახებ…….
…. და ბოლოს თავი რომ არ შეგაწყინოთ ისედაც უსასრულო ტექსტის კითხვით მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ ამ დაჯილდოვებიდან.
…….დღეს პირდაპირი ჩართვით საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე უყურებდი დაჯილდოვებას
სადაც ერთ ნომინანტზე სთქვეს ,
რომ თურმე 12 ეტლი უყიდია უნარშეზღუდულებისათვის და
მხოლოდ ეს იყო მისი უდიდესი ღვაწლი ქვეყნის და სამშობლოს წინაშე…::::))) სახალხო აღიარება!!!
გამეცინა!!!
გამოდის, საკმარისი თანხა თუ გაქვს
თურმე 12 ეტლადაც კი შეიძლება სამშობლოში სახალხო აღიარება მოიპოვო და ალბათ 24 ეტლის ფასად მსოფლიო აღიარებასაც იყიდი:::)))))
……ნეპოტიზმიო…. მომესმა:::))))))

……მახსოვს ახალი ჩამოსულები ვიყავით.ალბათ ერთი წლის. მოგეხსენებათ ფინანსურად ,
რომ ვერ ვიქნებოდით ისე ძლიერად.
მთელი თანხები უცებ ქრება უცხოეთში.
გიგის, დაბადების დღისთვის საქართველოდან საჩუქრად ყანწები, გობელინები და მოხატული ტილოები ჩამოუვიდა. მე იქვე სტუმრებში გავაკეთე გათამაშება და გავყიდე მთელი საჩუქრები . შემოსული სოლიდური თანხა კი ჩვენთან სტუმრად მყოფ, საქართველოს მაშინდელ კონსულს- ბატონ მერაბ ღვინაძეს გადავეცით საჯაროდ და ვთხოვეთ ,
რომ ეს თანხა თბილისში ავსტრიულ-ქართული ცენტრის , კერძოდ კი ავსტრიულ-ქართული ბიბლიოთეკის დირექტორს- ქალბატონ მზია გალდავაძესათვის გადაეცა.
მას კი თავის მხრი ჩემი თხოვნით ასათიანის ქუჩაზე მყოფ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ავადმყოფებისათვის უნდა მოეხმარა ეს თანხა!
როგორც შემდეგ გავიგეთ ამ საქველმოქმედო აქციაში ქალბატონი მზიას ოჯახიც ჩაერთო და 300-ზე მეტ ავადმყოფზე გამზადდა ამანათები საჭირო ნივთებით…ეს იყო სამშობლოსკენ გადადგმული
პირველი საქველმოქმედო ნაბიჯები .
მე და გიგის საქართველოსაკენ გაწვდილი ხელი და გული!💖

ვფიცავ ჩემს სამშობლოს და ხალხს ,რომ ყოველთვის
დავიცავ ჩემი და ჩემი ხალხის ღირსებას.
არავის მივცემ უფლებას ეჭვქვეშ დააყენოს და გასთელოს ჩემი ღირსება, სამშობლოს სიყვარული და
თავდაუზოგავი , უანგარო შრომა ხალხის წინაშე!!!

მზად ვარ პასუხი ვაგო
ყველა ჩემს მიერ დაწერილ სიტყვაზე!!!!!!!

პატივისცემით
თქვენი მონა მორჩილი
მაკო იორელი

კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი

 

 

დანარჩენი კომენტარები იხილეთ აქ :   4 июля в 23:41

მსგავსი სტატიები

Leave a Comment