fbpx

„რამდენს იწონის ერთი ჭიქა წყალი?“

ავტორი ჟოლო
814 ნახვა

პროფესორმა თავისი ლექცია დაიწყო იმით, რომ აიღო ხელში ჭიქა, რომელშიც ესხა მცირეოდენი წყალი, ასწია ეს ჭიქა მაღლა ისე, რომ ყველას კარგად დაენახა და სტუდენტებს ჰკითხა:

— როგორ ფიქრობთ, რამდენს იწონის ეს ჭიქა?…

სტუდენტებს მომენტალურად დაეტყოთ გამოცოცხლება და აუდიტორიაშიც ჩურჩულის ხმა გაისმა.

დაახლოებით 200 გრამი!

არა ალბათ უფრო 300 გრამი იქნება!

შეიძლება 500-იც კი იყოს!

ისმოდა სხვადასხვა მხრიდან პასუხები.

მე სანამ არ ავწონი, ნამდვილად ვერ გავიგებ, თუ რამდენს იწონის ეს ჭიქა, განაცხადა პროფესორმა. მაგრამ ახლა ეს საჭირო ნამდვილად არ არის.

ჩემი შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს:

— რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მე ეს ჭიქა, რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე მეჭირება?

არაფერი! უპასუხეს სტუდენტებმა.

სწორია, ნამდვილად არაფერი საშიში არ მოხდება, უპასუხა პროფესორმა.

— რა მოხდება, თუ მე ასე გაჭიმული ხელით ეს ჭიქა, მაგალითად, ერთი-ორი საათის განმავლობაში მეჭირება?

ხელი დაგეღლებათ!

— და რა მოხდება, თუ მთელი დღის განმავლობაში ასე მეჭირება?

ჯერ აგტკივდებათ, შემდეგ ხელში გრძნობას დაკარგავთ, სახსრები დაგეჭიმებათ, დაგეჭიმებათ კუნთები და პარალიჩი დაგეწყებათ. შეიძლება სასწარაფოს გამოძახებაც კი დაგჭირდეთ, ისმოდა უწყვეტი პასუხები აუდიტორიის სხვადასხვა კუთხიდან.

— თქვენი აზრით ჭიქის სიმძიმე მოიმატებს, იმის გამო, რომ მე ის მთელი დღის განმავლობაში, ზემოთ ხელ გაშვერილი მეჭირება?

არა! უპასუხეს გადაჭრით სტუდენტებმა!

მაგრამ, ამავე დროს თითოეული მათგანის სახეზე აშკარა გაუგებრობა იკითხებოდა, იდენად რამდენადაც, ისინი ვერ ხვდებოდნენ, თუ რისი თქმა უნდოდა ამით მათთვის პროფესორს.

— რისი გაკეთებაა საჭირო ყოველივე ამის გამოსასწორებლად? იკითხა პროფესორმა.

უბრალოდ დადგით ჭიქა მაგიდაზე და ყველაფერი გამოსწორდება, მხიარულად უპასუხა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

მართალია! სიხარულით მიუგო პროფესორმა.

სწორედ ასე ხდება ნებისმიერ ცხოვრებისეულ სირთულესთან მიმართებაშიც.

იფიქრე ნებისმიერ პრობლემაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში და ეს პრობლემა განუყრელი მეგობარივით შენს გვერდით დადგება.

იფიქრე მასზე, რამდენიმე საათის განმავლობაში და ის დაიწებს შენს ჩათრევას.

ხოლო თუ იფიქრებ მასზე მთელი დღის განმავლობაში, ის მოახდენს შენს აბსოლუტურ პარალიზებას. შენ პრობლემის გარდა ვერაფერს ვეღარ დაინახავ და თავიდან ბოლომდე ჩაკეტილ წრეში აღმოჩნდები, სადაც მსგავსი იზიდავს მსგავსს.

რა თქმა უნდა, შეიძლება იფიქრო პრობლემებზე, მაგრამ, როგორც წესი ამ შემთხვევაში შენ წინ ვერ წაიწევ. როგორც ჭიქის შემთხვევაში იყო — მისი „წონა“ ამით არ შემცირდება.

პრობლემასთან გამკლავების ერთადერთი იარაღი, ეს — მოქმედებაა. როდესაც შენ მოქმედებ, პრობლემაზე ფიქრის დრო არ გაქვს და შესაბამისად, შენს ირგვლივ ცვლილებები იწყება.

ხოლო, როგორც ნეგატიურ შემთხვევაში, ისევე პოზიტიურშიც — მსგავსი იზიდავს მსგავს და უცებ შენ აღმოაჩენ, რომ თურმე პრობლემა გაქრა.

ახლა კი ერთი საიდუმლო მინდა გაგანდოთ, რომელსაც თუ კარგად გააცნობიერებთ, ძალიან ბევრს მოიგებთ ცხოვრებაში.

როგორც ყველაფერი გენიალური, ეს საიდუმლოც ძალიან უბრალოა, ასე რომ კარგად დაუკვირდით, რათა საფუძვლიანად შეიცნოთ იგი.

ოდნავ ზევით მე გითხარით, რომ მოქმედების შემთხვევაში აღმოაჩენთ, რომ თურმე პრობლემა გამქრალა თქო.

გახსოვდეთ, რომ გარე პრობლემა არ არსებობს და არც არასოდეს არ არსებობდა, ის თქვენს თავში გაჩნდა და როგორც კი თქვენ მას სათანადო ყურადღება არ მიაქციეთ და სხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხებზე გადაიტანეთ ყურადღება, ის ზუსტად ისევე გაქრა, როგორც გაჩნდა.

ნუ გეშინიათ პრობლემების! შეიცვალეთ მათ მიმართ დამოკიდებულება და აღმოაჩენთ, რომ ისინი პირიქით, თქვენი მეგობრები და მოკავშირეები არიან, იმიტომ რომ სწორედ პრობლემებისა და ბარიერების გადალახვის შემდეგ ვვითარდებით და ვძლიერდებით ჩვენ.

შუალედი არ არსებობს — თუ თქვენ არ ვითარდებით, ესეიგი დეგრადაციას განიცდით!

— მოგეცა პრობლემა?

შესანიშნავია! ესეიგი შენ მისი გადაჭრა შეგიძლია და აქ გამონაკლისი არ არსებობს — ეს სამყაროს კანონია — ეს ჩვენი შემოქმედის ნებაა. თითოეულ ადამიანს თავისი ჯვარი აქვს, რომელიც მან მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში უნდა იტვირთოს და ეს ჯვარი, მკაცრად არის მორგებული ამ ადამიანის ბეჭებზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ, შემოქმედი არ მოგივლენთ ისეთ პრობლემას, რომლის გადაჭრაც არ შეგეძლიათ და თქვენ თუ ამას “აქ და ამჟამად” ვერ ხვდებით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ასე არ არის.

მაგალითად, თქვენ იმასაც ვერ ხვდებით, თუ როგორ დაფრინავს თვითმფრინავი, როგორ მუშაობს ტელეფონი, ინტერნეტი და ა.შ. მაგრამ ეს ხომ არ გაძლევთ იმის საბაბს, რომ არ ისარგებლოთ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილით?…

ასევეა სამყაროს კანონებიც — შეიცანი იწამე ისარგებლე!

P.S. პრობლემა უნდა მოაგვარო. არანაირი აზრი არ აქვს გულზე დაკიდებული ლოდების თრევას, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ შენს პარალიზებას ახდენენ;

P.P.S. დამერწმუნე რომ ამ სენით მრავალი ადამიანი იტანჯება. ამ პოსტმა კი შეიძლება მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანების გარკვეულ რაოდენობაზე, დადებითი ზეგავლენა მოახდინოს. ამიტომ გთხოვ გაუზიარე ის შენს მეგობრებს სოციალური ქსელების მეშვეობით;

გიორგი თვალაძე

INTELEQTIKA

მსგავსი სტატიები

Leave a Comment