Google ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ყველაზე მდიდარი კომპანია იყო მსოფლიოში, დღეს მას მეოთხე ადგილი უჭირავს, თუმცა პირველობა არ დაუკარგავს ერთ ასპექტში: “გუგლის” ციურიხის ოფისი საუკეთესო სამუშაო გარემოა მსოფლიოში.
დასაქმებულებს აქ უფლება აქვთ თავიანთი სამუშაო დროის 20% პირად პროექტებზე დახარჯონ, სწორედ ამ წახალისების შედეგია “გუგლის” ახალი ამბები და ბევრი სხვა პროექტი.
გარდა ამისა თანამშრომლებისთვის ყოველდღიურად ხდება რაღაც საინტერესო, ამ ოფისს გამუდმებით სტუმრობენ ცნობილი ადამიანები, წარმატებული ბიზნესმენები, ბერები, პოლიტიკოსები, ნობელის პრიზიორები და ა.შ.
კიდევ ერთი საოცრება ამ ოფისში კაფეა, სადაც საოცრად გემრიელი და რაც მთავარია ორგანული საკვები მზადდება.
თანამშრომლებს გართობის საშალებაც კი აქვთ ამ შესანიშნავ გარემოში.
[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”24455″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”0″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1470469133224″]