fbpx

ფრაზები რომლებიც არ უნდა თქვათ გასაუბრებაზე

ავტორი ჟოლო
455 ნახვა

ახალი სამსახურის ძებნისას აუცილებლად მოგიწევთ გასაუბრებაზე მისვლა და სწორედ ეს შეხვედრა გადაწყვეტს თქვენი კარიერის ბედს.

გასაუბრების მიზანია იმის შემოწმება, როგორია თქვენი დამოკიდებულება სამსახურის მიმართ, რამდენად მოერგებით არჩეულ პოზიციას, როგორ გაართმევთ თავს რთულ სიტუაციებს, რამდენად კრეატიული ხართ და ა.შ.  უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყურადღება ექცევა არა მარტო იმას რას ამბობთ, არამედ თქვენი სხეულის ენას და ხმის ტემბრსაც კი. თქვენ უნდა გაითავისოთ გასაუბრების ეთიკის ფორმები და მისი მნიშვნელობა.

გთავაზობთ რამოდენიმე ფრაზას, რომელიც არასდროს არ უნდა თქვათ გასაუბრებაზე:

ძალიან ვნერვიულობ“  

ნერვიულობით რომ კვდებოდეთ, არასდროს თქვათ ეს ფრაზა, რადგან არავის არ სურს სამსახურში ისეთი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული. ამ შემთხვევაში გულახდილობა არ არის გამართლებული და ეცადეთ გააკონტროლოთ საკუთარი თავი.

ხელფასი რამდენია?“

ნუ დასვამთ ამ შეკითხვას გასაუბრებაზე. კომპანიები ეძებს თანამშრომლებს, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან არა ხელფასზე, არამედ კომპანიის მიზნებსა და ღირებულებებზე. ფულის საკითხი უმჯობესია განიხილოთ გასაუბრებების ბოლო ეტაპზე ან მათი დასრულების შემდგომ.

ჩემი სისუსტეა ის რომ …“

არასდროს ილაპარაკოთ თქვენ სუსტ მხარეებზე, სანამ არ გკითხავენ. და როცა დაგისვამენ შეკითხვას თქვენი სუსტი მხარეების შესახებ, თავი აარიდეთ ზოგად პასუხებს, რადგან მათ ეს უკვე მოსმენილი აქვთ ძალიან ბევრჯერ. უმჯობესია იფიქროთ თქვენ ნამდვილ სისუსტეებზე და გაუზიაროთ მათ.

ეს სამსახური ძალიან მჭირდება

ნუ აჩვენებთ მათ, რომ სასოწარკვეთილი ხართ და ძალიან გჭირდებათ ეს სამსახური თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე. შესაძლოა დამქირავებელმა ეს თქვენ სისუსტედ ჩათვალოს, რადგან ის სტაბილურ თანამშრომელს ეძებს და არა ადამიანს, რომელიც ნებისმიერ სამსახურზე თანახმაა.

საშინელი უფროსი მყავს

არასდროს გააკრიტიკოთ თქვენი უფროსი გასაუბრებაზე. თქვენ მათ უქმნით წამოდგენას,რამდენად შეიძლება მომავალში ისინი თავად გახდნენ თქვენი ლანძღვის ობიექტები.

მალე მორჩება გასაუბრება?“

თუ ნახევარ საათიანი გასაუბრება საათნახევარს გაგრძელდა, ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი კარგად მიდის. ამიტომ თუ სადმე გეჩქარებათ, ნუ შეიმჩნევთ რომ რაიმე უფრო მნიშვნელოვანი არსებობს თქვენთვის, ვიდრე ეს გასაუბრება. ეს თქვენი გასაუბრების ცუდი დასასრული იქნება.

ორსულად ვარ/მარტოხელა მშობელი ვარ/მეუღლეს დავცილდი …“

გასაუბრებაზე არასდროს ახსენოთ თქვენი პირადი პრობლემები, რადგან დამქირავებელი აუცილებლად ჩათვლის, რომ პირადი პრობლემები ცუდ გავლენას მოახდენს თქვენი მუშაობის ხარისხზე.

იმენნა/პროსტა/ვგულაობ/ვპახაობ“ 

არასდროს გამოიყენოთ საუბრის დროს სლენგი, ეს თქვენს დაბალ ინტელექტზე და მცირე სასაუბრო ლექსიკაზე მიუთითებს.

მირჩევნია არ ვთქვა

როგორი შეკითხვებიც არ უნდა დაგისვათ დამსაქმებელმა, ეცადეთ ყველა მათგანს გასცეთ თუნდაც ზოგადი პასუხი, ნუ დაუტოვებთ მას შთაბეჭდილებას რომ რაღაცას მალავთ.

შეკითხვები არ მაქვს

გასაუბრების დასრულებისას როცა კითხვის დასმის საშუალება მოგეცემათ, აუცილებლად ჰკითხეთ რაიმე, რადგან კითხვების არ ქონის გამო დამსაქმებელი ჩათვლის რომ მოუმზადებელი მიხვედით გასაუბრებაზე,  ან საერთოდაც უინტერესო იყო თქვენთვის ეს შეხვედრა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment