გაქვთ შეხვედრები სხვადასხვა მამაკაცთან, თუმცა ურთიერთობა სერიოზულ სახეს არ იღებს. შესაძლოა ურეკავთ მეგობრებს და ეკითხებით რატომ არაფერი გამოგდით სიყვარულში, პასუხები ალბათ მრავალფეროვანია. „ჟოლო“ წარმოგიდგენთ ამერიკელი ექსპერტების მიერ შედგენილ 3 პუნქტიან ნუსხას იმისა, თუ რატომ არ გამოგდით ურთიერთობა:
1.არ პასუხობთ ზარებს – რატომღაც ქალებს ჰგონიათ, რომ თუ მამაკაცების ზარებს ხშირად არ უპასუხებენ ასე უფრო საინტერესო იქნებიან მათთვის, მაგრამ თუ მამაკაცს მოსწონხართ მას თქვენთან ურთიერთობა სჭირდება და თუ გაექცევით ისიც ასევე მოგექცევათ.
2.არასდროს გცალიათ – გთხოვთ სადმე წახვიდეთ, მაგრამ თქვენ მუდმივად მოუცლელი ხართ, ამ დროს კი გხედავთ მეგობრებთან ერთად. ასე, რასაკვირველია, მას ინტერესს უკარგავთ.
3.მუდმივად ცდილობთ ლიდერობას – ის გეპატიჟებათ სასეირნოდ თქვენ კი ეუბნებით, რომ არ გიყვართ სეირნობა და გირჩევნიათ სხვაგან წახვიდეთ. უნდა მიეჩვიოთ, რომ თქვენ ყოველთვის კაპიტანი ვერ იქნებით, დაუთმეთ მამაკაცს უპირატესობა გადაწყვეტილების მიღებისას.