fbpx

სიყვარულის საიდუმლოება…

ავტორი ნინო გონგაძე
82 ნახვა

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებში სიყვარულის უნარს განსაზღვრავს მისი დაბადების დღე.

ორშაბათს დაბადებული ქალი მეტწილად მეოცნებე და მოსიყვარულეა. მამაკაცი– ნატიფი, მგრძნობიარე და უსაზღვროდ მეოცნებე.

სამშაბათს დაბადებული ქალი გამოირჩევა სულგრძელობით, ვერ იტანს მბრძანებლობას, მუდამ დამოუკიდებლობისაკენ მიილტვის. მამაკაცი– სულ გარე-გარე იყურება. სხვაგან დროსტარება ურჩევნია, არ უყვარს ერთფეროვნება.

ოთხშაბათს დაბადებული ქალი მგრძნობიარეა, მოსწონს ყველაფერი ნათელი. მამაკაცი– ნამდვილი დარბაისელია.

ხუთშაბათს დაბადებული ქალი თავნება და ქარაფშუტაა. მამაკაცი– მექალთანე და ფუქსავატია.

პარასკევს დაბადებული ქალი უაღრესად რომანტიკულია. მამაკაცი– არტისტული და მიმზიდველი.

შაბათს დაბადებული ქალი იდუმალებითაა მოცული. მამაკაცი– საკუთარი თავის წარმოჩენისთვის ზრუნავს.

კვირას დაბადებული ქალი ძალზე იმპულსური და ვნებიანია. მამაკაცი– მოსიყვარულე, კეთილი, მაგრამ ლაქლაქაა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment