დღეს, 21 მააისს, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში,ყველასთვის საყვარელი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 76 წლის იუბილე აღინიშნა.
სოფიკო ჭიაურელის იუბილესთან დაკავშირებით, მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის მიერ შესრულებული გორელიეფის გახსნა შედგა. წარმოდგენილი იყო, დოკუმენტური ფილმი-„სოფიკო“.
საღამო პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ მხარდაჭერით ხორციელდება.
იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მონაწილეობას მიიღებენ ნიკოლოზ რაჭველი,მსახიობი გიორგი ცაგარელი და ევგენი მიქელაძის ეროვნული მუსიკალური ცენტრის მუსიკოსები.
მსახიობი და საზოგადო მოღვაწე სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს ქალაქ თბილისში დაიბადა. ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში.
1964 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს,1976 წელს კი-სახალხო წოდება. მისი ნიჭი საქართველოს ფარგლებსაც კი გასცდა და 1979 წელს -სომხეთის სახალხო არტისტის წოდება მოიპოვა. ეს, მისი წოდებების და პრემიების მცირეოდენი ჩამონათვალია…
განგრძლივი ავადმყოფობის შედეგად,სოფიკო ჭიაურელი 2008 წლის 2 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.