საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სულა სულაშვილი სოციალურ ქსელში სტიქიის შემდეგ ქართველი ახალგაზრდების მიერ გამოჩენილ ინიციატივას ეხმაურება და ბოდიშს უხდის.
„გვაპატიეთ შვილებო!
ვინ იცის, რამდენჯერ გაგაწანით სილა სახეში. ვინ იცის, რამდენჯერ გისაყვედურეთ და განგიკითხეთ, როდესაც თვენს დასვირინგებულ სხეულს ვხედავდით; როდესაც გვეგონა, თქვენი შემოხეული ჯინსებიდან ზნედაცემული და ღირსებააყრილი თაობა გვიმზერდა; როდესაც მონასტრის კართან გაფრთხილებდით, რომ შარვლიანი ქალი უფალს სძაგდა და თავშიშველს ეკლესიაში ცხვირს არ გაყოფინებდით; როდესაც თქვენი სითამამე და თავისუფლება თავხედობად მიგვაჩნდა…. გვაპატიეთ სვირინგიანო, „ნაუშნიკებიანო“, უცნაური ვარცხნილობისა და ჩაცმულობის გოგო-ბიჭებო! გვაპატიეთ თქვენს მამებს, დედებს, ბებიებს, ბაბუებს, რომლებმაც თქვენგან განსხვავებით მხოლოდ საკუთარი ხორცის გადარჩენა შევძელით და არა – სულის.
სად მალავდით ამხელა გულს ჩემო პატარებო?!
თქვენ, ჩენი გმირები ხართ, ის გმირები, რომლებიც მალე დაალაგებთ საქართველოს და პოლიტიკურ ნაგავსაც სამუდამოდ გაიტანთ ქვეყნიდან!“