fbpx

რეპისა და ჯაზის ზეიმი ვიენში

ავტორი ჟოლო
116 ნახვა

წელს, ვიენის 41-ე ჯაზ-ფესტივალი ახალგაზრდა ინგლისელმა პიანისტმა Alfa Mist-იმ გახსნა. Alfa Mist-ი ჰიპ-ჰოპისა და ჯაზის შესანიშნავი შემსულებელია. მისი იდეალურად შესრულებული შესავლის შემდეგ სცენა MC Solaar-ს დაეთმო, რომელსაც მსმენელი მრავალი წლის განმავლობაში ელოდა.

ვიენის რომაული თეატრი გადავსებული იყო მსმენელებით.

MC Solaar-მა ბრწყინვალე შოუ გამართა. მისი წარმოდგენა დიდი ჯაზ-ბენდისა და Pays de Savoie-ის ორკესტრის თანხლებით წარიმართა. ახალი Big Band პროექტი დიდოსტატურად იყო არანჟირებული პიანისტ Issam Krimi-ის მიერ, რომელიც 2017 წელსაც იყო ვიენის ჯაზ-ფესტივალზე Hip-Hop Symphonique-თან ერთად (ლიონის ეროვნული ორკესტრი, MC Solaar, Ärsenik, Les Sages Poètes de la Rue და Bigflo & Oli)

MC Solaar, იგივე კლოდ მ’ბარალი, ფრანგი რეპერია, წარმოშობით სენეგალიდან. იგი ფრანგული რეპის უდიდეს პოეტად ითვლება. ის იყო პირველი იმ რეპერთაგან, ვინც რეპის პოპულარიზაცია მოახდინა 1990-იანი წლების საფრანგეთში. მის შემოქმედებაში, როგორც მუსიკაში, ისე ტექსტში, იგრძნობა სხვადასხვა გავლენები. ესაა: აფრიკული მუსიკა, სერჟ გინსბურგი, ამერიკული ჯაზი და რეპი.

ჯაზის წყალობით მაიმუნი იქცა ადამიანად – ეს სიტყვები კლოდ მ’ბარალის ეკუთვნის. მასვე ეკუთვის კიდევ ერთი ცნობილი გამოთქმა: რეპის ბრწყინვალება ჯაზის ნაპერწკალმა აახმიანა.

MC Solaar საქართველოშიცაა ნამყოფილა. იგი 2010 წლის 26 მაისს, ზუგდიდში, დევნილთა მხარდასაჭერ კონცერტში მონაწილეობდა, სხვა შემსრულებლებთან ერთად. იმ დღეს, კონცერტამდე ენგურის ხიდზე საპროტესტო მსვლელობა მოეწყო, სადაც ღონისძიების მონაწილეებმა რუსეთის აგრესია დაგმეს. მაშინ, MC Solaar-მა ეს სიტყვები წარმოთქვა:

მე საქართველო მოვიარე და უკვე კარგად მესმის, რა დიდი პრობლემა აქვს ქართველ ხალხს რუსეთის სახით. თქვენთან ერთად ვარ და პრობლემებსაც თქვენთან ერთად გავიზიარებ!

ავტორი: Gia Gogatishvili

მსგავსი სტატიები

Leave a Comment