18
როგორ მენატრები ჩემო ბათუმო, შენი წვიმიანი ქუჩებით…
ზღვა, ალბათ ისევ ისეთივე მოუსვენარია, როგორც ჩემი წამოსვლის დღეს… ჩემს ღელვას გრძნობს…
წამოვედი და შენმა სიშორემ დამაბერა, სული დამიღალა, გული ტკივილიან მონატრებად დამიფლითა … ოცნებები სადღაც გაქრა, არც კი ვიცი ყოფითობის გარდა რამე შემრჩა აქ?
ვიცი გახსოვხარ, როგორც მე… ვიცი გენატრები, როგორც მე და შენც ჩემსავით ელოდები იმ დღეს, როცა მოვეხვევით ერთმანეთს.
იულია
წერილი, რომელიც სოციალურ ქსელში განთავსდა საფრანგეთში მცხოვრებ ემიგრანტს ეკუთვნის …