fbpx

ქართველი მხატვრის-ლევან მოსიაშვილის ნახატებს სამხრეთ აფრიკა იხილავს

ავტორი ჟოლო
44 ნახვა

საფრანგეთში უკვე 17 წელია ცხოვრობს…

„ბავშვობიდან ვღიღინებ… უკვე 22 წელია, რაც ვხატავ“- ამბობს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი -ლევან მოსიაშვილი.


1998 წელს მარსელის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა. თვითნასწავლი მხატვრის ნამუშვერები, არა მარტო კერძო კოლექციებში, არამედ მუზეუმებსა და სხვადასხვა ქვეყნების საჯარო დაწესებულებებშია. ქართველი შემოქმედის  ნამუშევრები პენტაგონის ოფისშიც არის.


ლევან მოსიაშვილის გამოფენა სამხრეთ აფრიკაში იგეგმება.

 

ლევან მოსიაშვილი:


„ქართული მზე ჩვენს ფანჯრებში“-ასე ჰქვია პროექტს,რომელიც საფრანგეთის ჰოსტპიტალის მართვის ცენტრის დახმარებით ხორციელდება. ერთდროულად რამდენიმე კლინიკასა და მოხუცებულთა სახლში გაიმართება გამოფენები, ერთგვარი თერაპიული კურსის ფარგლებში. მაისიდან ვიწყებ ევროპულ ტურს, 26 მაისს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს,სამხრეთ აფრიკის მიწაც იხილავს“ .


20-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ლევან მოსიაშვილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 50-ზე მეტი პერსონალური გამოფენის ავტორი, არაერთი ჯგუფური გამოფენის მონაწილე და საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულია. თვითნასწავლი მხატვრის გამოფენები საქართველოს გარდა, არაერთ ქვეყანასა და კონტინენტზე ყოფილა,როგორიცაა:

საფრანგეთი,იტალია,მალაიზია,სირია,თურქეთი,რუსეთი,ესტონეთი და ერმანია. ამ ეტაპზე ახალ პროექტზე მუშაობს,რომელიც საქართველოსა და საფრანგეთის მაცხვორებელთა შეხვედრებს,კონფერენციებს ითვალისწინებს. პროექტი ფრანგული მხარის ინიციატივთ ჩატარდება.ნაჩვენები იქნება ფილმი საქართველოზე. კონფერენციის დროს ლევან მოსიაშვილი ლექციას წაიკითხვს.

მხატვარი გამოფენას საქართველოშიც გეგმავს. 15 აპრილს 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პერსონალური გამოფენა “ფრანგული სიზმარი” გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ბოლო პერიოდის ნამუშევრები (კუბიზმი, აბსტრაქცია), სულ 50-მდე ფერწერული ტილო. ლევან მოსიაშვილის პერსონალური

გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკვე მესამედ ტარდება. წინა წლებში წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ მისი შემოქმედების პირველ პერიოდში შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც ძირითადად საქართველოში შეიქმნა და მხატვარი მას პირობითად “ქართულ პერიოდს” უწოდებს. წელს ის საფრანგეთში შექმნილ ახალ კოლექციას წარმოგვიდგენს და როგორც თავად ამბობს, ამით დამთვალიერებელი მხატვრის სრულიად განსხვავებულ შემოქმედებას და ხედვებს გაიცნობს. მხატვარი აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, იღებს მონაწილეობას საქველმოქმედო აქციებში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფს და აქტიურად ეხმარება ბიბლიოთეკას უცხოეთში კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვაში. უახლოეს მომავალში მხატვრის გამოფენები დაგეგმილია, როგორც საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში, ისე სამხრეთ აფრიკასა და შვეიცარიაში. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლევან მოსიაშვილის ნახატების გამოფენა 25 აპრილამდე გაგრძელდება.

საქართველოში მისი პირველი პერსონალური გამოფენა 2013 წელს გაიმართა.


 

                                                                                   ავტორი: იაკო ამირანაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment