fbpx

ქართული რეალობა დავით დეფის პოსტში

ავტორი ჟოლო
28 ნახვა

„სამწუხაროდ ეს არის ჩვენი ქართული რეალობა“ – ამ სიტყვებით გამოეხმაურნენ დავით დეფის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტს.

 

დავით დეფი: „ერთმა მითხრა მაგარი ჩაკეტილი საზოგადოება ვართო. არა-მეთქი, ახლა რაც ხდება ამაზე ღია საზოგადოება არსად არაა. “ღია საზოგადოება საქართველო”-ს გულისხმობო? არა-მეთქი.

აი ამ სიღიავეს ვგულისხმობ სადაც: ადამიანები ღიად თავმომწონეობენ საკუთარი უვიცობით, ღორობით და მონობით. მტერისადამი რაღაც წარმოუდგენელი სასიყვარულო ვნებით ღიად აღფრთოვანდებიან და ღიადვე ილტვიან მისკენ. ღიად იბოღმებიან ყველაფერ საუკეთესოზე და ღიადვე გამოხატავენ საკუთარ არარაობას.

საზოგადოებრივი მაუწყებელიც უკვე ღია “კა გე ბე” გახდა. რუსეთის ღია პროპაგანდაც უტიფრად მიმდინარეობს. მეხუთე კოლონაც ღიად მოქმედებს. ხელისუფლებაც ღიად ეპატიჟება სიღარიბეს და რუსეთს.

ფარული ივანიშვილიც ღიად მართავს ქვეყანას. პრეზიდენტიც უმტკნარეს სისულელეებს ღიად ბოდიალობს. მასაც ღიად არაფრად თვლიან მისი თანაგუნდელები თუ ყოფილი თანაგუნდელები.

ღიად სცემენ და კლავენ ცოლებს და მღვდლებზეც ღიადვე გიჟდებიან. მღვდლებიც ღიადვე კომუნისტობენ, მაიმუნობენ ან საქმეებს არჩევენ.

ე.წ. ინტელიგენციაც ასეთივე ღია “კა გე ბე”-ა, მათ მიერ ღიად მოტყუებულები ღიადვე შფოთავენ ივანიშვილი იმიტომ ავირჩიეთ გვეგონა გვაჭმევდა, ფული აქვს და აბა რა უნდა ქნასო.

მთელი ეს მოდგმა მტერთმორწმუნეა, ღიად იშტერებს თავს და ახლა მითხარი სად ხედავ აქ ჩაკეტილ საზოგადოებას?“

დ♔სიახLOVE

მსგავსი სტატიები

Leave a Comment