40
ქართულ ტურისტულ პოტენციალს ქვეყნის უნიკალური ბუნების გარდა მისი სამზარეულოც ზრდის. საქართველოში ჩამოსული ნებისმიერი უცხოელი სტუმარი ყოველთვის აღფრთოვანებული რჩება ჩვენი ქვეყნის საკვებითა და ღვინით. შეგვიძლია თამამად ვიამაყოთ იმით, რომ ქართული სამზარეულო ევროპის ქვეყნების ხუთეულში იმყოფება.
გამოცემამ Thrillist სამზარეულოთი და სასმლით გამორჩეული ევროპის 48 ქვეყნის სია გამოაქვეყნა, რომელშიც ჩვენმა ქვეყანამ მე-4 ადგილი დაიკავა. სტატიის ავტორი განსაკუთრებით გამოყოფს აჭარულ ხაჭაპურს, აქვე არ ივიწყებს ხინკალს, კუჭმაჭს, ჩახოხბილსა და ტყემალს.
საქართველოს მხოლოდ ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია უსწრებენ, რომელიც პირველი ადგილის მფლობელი გახდა.