10 წლის წინ შერი შმელცერი 40 წლის დიასახლისი იყო, რომლის საქმიანობას სამი შვილის მოვლა შეადგენდა, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა მოეფიქრებინა საქმიანობა, რომელიც მის ცხოვრებას შეცვლიდა. ამ დროისთვის უკვე საკმაოდ პოპულარული იყო კომპანია Crocks-ის მიერ წარმოებული რეზინის ფეხსაცმელი, რომელსაც მისი ოჯახის წევრებიც აქტიურად იყენებდნენ. შერი შეიარაღდა წებოთი და პატარა სათამაშოებით და ფეხსაცმელზე არსებული ღრმულების შევსება დაიწყო. მეუღლემ შერის მიაწოდა იდეა გაეკეთებინათ საკუთარი ვებგვერდი და პროდუქცია იქ განეთავსებინათ. ასე გამოჩნდა ბაზარზე 2005 წელს კომპანია Jibbitz, რომელიც სპეციალურ აქსესუარებს ამზადებდა.
“დავსხედით და დავსვით კითხვა, გვინდოდა თუ არა ეს გადაგვეზარდა ოჯახურ ბიზნესში. იმ დროისთვის უკვე გვქონდა კრედიტი და გვჭირდებოდა ნამდვილად გვცოდნოდა ვენდობოდით თუ არა საკუთარ პროდუქტს? დიახ. გვინდოდა ეს? დიახ. ამიტომ დავიწყეთ ის რაც შეგვეძლო“, – ამბობს შერი.
2006 წლის აგვისტოსთვის Crocks-ის აქსესუარების გაყიდვებმა 2,2 მილიონ დოლარს მიაღწია. ისინი თავად დადიოდნენ მაღაზიებში და სთავაზობდნენ პროდუქტს, ასევე პირადად რეკავდნენ ოჯახებში.
წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ Crocks-მა Jibbitz-ი 10 მილიონ დოლარად შეისყიდა.
