fbpx

ქუჩის მუსიკოსის ნატვრა და დიდი მიზნები

ავტორი ჟოლო
22 ნახვა

ვისაც თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩაზე გაუვლია შეუძლებელია ყურადღება არ მიექციოს იმ ახალგაზრდა ქუჩის მუსიკოსისთვის, რომელიც მთელი ენერგიითა და გრძნობით  სხვადასხვა სიმღერებს მღერის. მას აქ ყოველ დღე ნახავთ. მეც ამ ქუჩაზე თითქმის ყოველ დღე მიხდება გავლა და უნებურად რამდნიმე წამით მისი მოსმენა. დღეს უფრო დიდხანს შევყოვნდი, მერე გადავწყვიტე ახლოსაც გამეცნო, საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა.  

სანდროს „ქუჩის მუსიკოსობა“ პროფესიად ორი წელია ექცა.  ისე ბავშვობიდან მღერის, 7 წლის ასაკში დავიწყე სიმღერა და მას შემდეგ არ გავჩერებულვარო. ქუჩაში სიმღერა საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენის საშუალებასაც აძლევს და ფინანსებსაც, თუმცა ამაზე სეჩერებას არ აპირებს, წინ დიდი გეგმები აქვს…

-პირველად როდესაც გამოხვედი, გქონდა იმის კომპლექსი რომ ქუჩაში მღეროდი?

-კონკრეტულად ქუჩაში სიმღერის კომპლექსი არ მქონია, რადგან მაგ პერიოდში სამსახიობოზე ვსწავლობდი, ამიტომაც არ იყო სირცხვილი და ჩაკეტვა, მაგრამ მქონდა შიში… ვფიქრობდი – რა მოხდებოდა, თუ არ მოეწონებოდათ.

-ანუ სხვა პროფესიაც გაქვს?

-სკოლა დავამთავრე თუ არა, ჩავაბარე უნივერსიტეტში, მსხვილი კომპანიის მენეჯერი მინდოდა ვყოფილიყავი (იცინის) მაგრამ მენეჯერი ვერ გავხდი, რადგან სწავლა მივატოვე და რუსეთში წავედი, იქ ოთხი წელი ვიცხოვრე და სწავლა სამსახიობოზე გავაგრძელე…

-შიში მქონდაო მითხარი, კომპლიმენტიც მიგიღია ალბათ  და კრიტიკაც?

-რა თქმა უნდა შექება ბევრი ყოფილა, კრიტიკაც უამრავი და პოლიციასთანაც არა ერთხელ ვყოფილვარ ურთიერთობაში.

-რაიმე კონკურსში მიგიღია მონაწილეობა?

-პატარაობაში , ახლა უბრალოდ დრო არ მაქვს, კონკურსში რომ მივიღო მონაწილეობა, ვერ ვიმუშავებ და რომ ვერ ვიმუშაო ფული არ მექნება… შესაბამისად კონკურსაც ვერ მოვიგებ, აზრი არა აქვს.

-ანუ არც გიცდია ან სურვილი საერთოდ არ გქონია?

-ერთი წლის წინ მეგობრები მოვიდნენ, X ფაქტორზე იყო შერჩევები და მითხრეს ერთად წავიდეთო. მივედით, მერე არც დამირეკეს, ნაწილობრივ ალბათ იმიტომაც მოხდა ასე რომ მე დიდად არც მინდოდა, იმ მომენტში მეშინოდა კიდეც კონკურსში დარჩენის… ამის შემდეგ არც მიფიქია დიდად რომ კიდევ მეცადა.

-რომ არ დაგირეკეს ალბათ იმედგაცრუებული დარჩი, მერე კი სურვილიც გაქრა…

-არა, სიმართლე გითხრა ცოტა გამიხარდა კიდეც, აი ეხლა პირიქით არის, დრო რომ მქონდეს, ქუჩაში ნაკლებად ვიყო და კლუბებში უფრო ხშირად ვმღეროდე, ალბათ გავაკეთებდი ამას, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიპოვე ასეთი ალტერნატივა.

-კლუბებშიც მღერი?

-ჯერჯერობით კვირაში ორი დღე მაქვს, ხანდახან დაბადების დღეებზეც მიხდება სამუშაოდ წასვლა.

-საშუალოდ რამდენია შენი დღიური შემოსავალი?

-კონკრეტულად ეგრე ვერ ვიტყვი, ხანდახან არის რომ დღეში თითქმის ვერაფერს აკეთებ, თუ დღეში  ორმოცდაათი ლარი გავაკეთე, წარმატებული დღეა, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ რომ ქუჩის მუსიკოსები სამი – ოთხი საათი მუშაობენ მხოლოდ, მე კი დღის ორი საათიდან თორმეტამდე ვარ. ერთხელ მარტო ერთმა ადამიანმა ჩააგდო 50 ლარიანი… ასეც ხდება…


l12-ხშირად მიწევს აქ გავლა და უფრო უცხოურ სიმღერებს მღერი, რეპერტუარში სხვა სიმღერები არ გაქვს?

– რეპერტუარი მაქვს დიდი, ბოლოს რომ დავითვალე იყო ასსამოცი სიმღერა,  რაც შეეხება ჟანრს უმრავლესობა როკია და არემბი, მაქვს რეპიც, პოპიც, ბლუზი… თუმცა, ჩემი მაინც როკია…

-შენ თვითონაც ხომ არ წერ მუსიკას?

-მე ვწერ ლექსებს სიმღერებისთვის, ინგლისურად ტექსტებს, ახლა ვეძებ თუ ვინ დაწერს ამაზე მუსიკას, მე არ გამომდის რაც არ გამომდის არ ვძვრები მაგაში.

-დაოჯახებული ხარ?

– მყავს მეუღლე, რომელიც ახლა რუსეთშია სამწუხაროდ. ცოტა ხანში მივდივარ ჩამოვიყვან. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით დიდი ხანი, მაგრამ რაღაც აქ არ გამოვიდა, ახლა უკვე დაიძრა საქმე სასიკეთოდ. ერთმანეთი ესპანეთში გავიცანით… მე ჩემი უნივერსიტეტიდან  წავედი ესპანეთში კურსელებთან ერთად ენების სკოლაში, ის კი რუსეთიდან წამოვიდა იმავე სკოლაში… სადღაც ორი წელი შეყვარებულები ვიყავით, მერე ხელიც მოვაწერეთ… მენატრება… სინამდვილეში ძალიან მიჭირს, ვმუშაობ  შვიდი დღე კვირაში, ჩემთვის ეს ნორმალურია, მაგრამ ერთარდერთი ადამიანია რომელთანაც შემიძილია განტვირთვა და დღესდღეობით ეს ადამიანი არ არის ჩემს გვერდით. შებამისად ძალიან ვიღლები და ერთი სული მაქვს როდის ვიქნებით ერთად…

-შენი მიზანი რა არი?

-ჩემი საკუთარი  მუსიკა რომ წამოვიდეს, ჯერჯერობით მე ვმღერი ქავერებს, სხვისი სიმღერების გადამღერებას ვახდენ… კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზანი ალბათ ის არის რომ ფილმის გადაღება მინდა. მასალა უკვე მაქვს. რამდენიმე სცენარი მაქვს როგორც მოკლემტრაჟიანის ასევე სრულმეტრაჟიანისაც, ეს იქნება არაკომერციული ფილმები, კომედიური, ფანტასტიკაც, დრამაც… ყველაზე რთული ალბათ ფანტასტიკის გადაღება იქნება, მაგრამ სურვილი იმდენად დიდი მაქვს, რომ აუცილებლად შევძლებ…

-ანუ სცენარი გაქვს, მსახიობიც ხარ, ირეჟისორებ კიდეც?

-როცა ვსწავლობდი აღმოვაჩინე რომ არ ზის ჩემში მსახიობობა, შემიძლია თამაში, მაგრამ არ მიზიდავს თუ დამჭირდა ვითამაშებ კიდეც. რეჟისურა, მონტაჟი, მუსიკა ეგ ყველაფერი ჩემი და ჩემი მეუღლის იქნება, ამისთვის უკვე დიდი ხანია ვემზადებით.

-რაიმე საინტერესო შემოთავაზება  გქონია აქ ქუჩაში?

-არა, სერიოზული არაფერი, უბრალოდ მოდიან კლუბების მენეჯერები და მთავაზობენ კლუბში მუშაობას… დიდი სურვილი მაქვს ვინმე პროდიუსერი  გამოჩნდეს, ჩემთვისაც მომგებიანი იქნება და დარწმუნებული ვარ მისთვისაც, მე ვიცი მე რაშემიძლია, ძალიან მშრომელი ადამიანი ვარ, ბევრი იდეა მაქვს…

-ყველაზე დიდი შემფასებელი შენი საქმის, ვინ არის.

-ჩემი თავი… მე თუ არ მომეწონა, შეიძლება აპლოდისმენტებიც უხვად იყოს, მაგრამ ჩემზე არ იმოქმედოს ამან. მადლობას გადავიხდი, არ შევიმჩნევ გავიღიმებ, მაგრამ შემდეგ თავს არ დავზოგავ და უკეთესს გავაკეთებ.

-რამე უცნაურ შემთხვევას ხომ ვერ გაიხსენებ ქუჩაში დაკვრის დროს?

-ქუჩის მუსიკოსები საერთოდ იზიდავენ, სულიერად არამდგარად ადამიანებს.  ამიტომ ბევრი უცნაური შემთხვევა ყოფილა… ერთმა მისმინა, მისმინა და მერე შუა დღისით რატომღაც მთვარე დაინახა  და ლოცვა დაიწყო…

-რა გასწავლა  ქუჩაში სიმღერამ?

-ერთადერთი რაც აჩერებს ადამიანს იმისგან რომ აკეთოს ის რაც მას  მოსწონს არის შიში, შიში – ვინ  რას იფიქრებს, ვინ როგორ შეხედავს, ძალიან ბევრი ადამიანი ბოღმით მიყურებს, ხშირად პოლიციასაც იძახებენ, არადა რას ვაშავებ… უბრალოდ ვაკეთებ იმას რაც ძალიან მიყვარს და რასაც ისინი ვერ აკეთებენ, ვერ აძლევენ საკუთარ თავს ამის უფლებას… მე სიამოვნებასაც ვიღებ, გასარმჯელოსაც… ბევრი ამას ვერ ახერხებს, ბევრიც მუშაობს და აკეთებს იმას რაც არ სიამოვნებს…

ქუჩა მასწავლის იმას რომ შეგიძლია ყველაფერს მიაღწიო და რაც შენ მოგწონს ყველაფერს შეძლებ, ოღონდ უნდა იპოვო ის გზა შენ რომელიც გაწყობს და აუცილებლად უნდა იყოს შემოსავლიანი. ამ ეტაპზე ქუჩა ძალიან მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით ჩემთვის.

ლევან ცომაია

 

 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment