ყველა ადამიანს სურს საზოგადოების თვალში დადებითი თვისებებით ხასიათდებოდეს, თუმცა იმაზე ალბათ ცოტა ფიქრობს, რომ აზრის ჩამოყალიბებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქცევებია. აი, რას აქცევენ ყველაზე მეტად ყურადღებას ადამიანები:
1.როგორ ეპყრობით მომსახურე პერსონალს – ბევრი ადამიანი თვლის, რომ მომსახურე პერსონალი კარგად მოპყრობას არ საჭიროებს, არადა ისინი სინამდვილეში სხვებისგან მხოლოდ სოციალური სტატუსით განსხვავდებიან.
2.რამდენად ხშირად ამოწმებთ ტელეფონს – ალბათ არაფერია იმაზე გამაღიზიანებელი, როდესაც შუა ლაპარაკში ვიღაც ტელეფონს მოიმარჯვებს. ამით ადამიანი უპატივცემულობას ამჟღავნებს თანამოსაუბრის მიმართ.
3.განმეორებადი, ნერვიული ქცევები – ფრჩხილების კვნეტა, ხშირი შეხება სახეზე, თითების გრეხა მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ თავს მშვიდად ვერ გრძნობთ და ნერვიულობთ, ეს კი საზოგადოებას თქვენს მიმართ კარგ აზრს ვერ უყალიბებს.
4.რამდენ ხანს ანდომებთ შეკითხვაზე პასუხის გაცემას – ზოგჯერ ადამიანები გამუდმებით საკუთარ თავზე საუბრობენ და ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხად საკუთარი მაგალითი მოჰყავთ. ამით ისინი საზოგადოებას თავს აბეზრებენ. არც ისეთი თანამოსაუბრეა სასიამოვნო, რომელთანაც საუბრის თემის მოძებნა გიჭირთ და კითხვებზე მოკლედ გპასუხობთ. მოკლედ, ოქროს შუალედი აუცილებელია.
5.ხელის ჩამორთმევა – კვლევებმა აჩვენა, რომ მსუბუქად ხელის ჩამორთმევა ადამიანის თვითდაჯერების ნაკლებობის ნიშანია, თუ ხელს ძლიერად ართმევთ ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ ნერვიულობთ და საზოგადოებასთან კონტაქტიც არ გიჭირთ.
6.დაგვიანება – მნიშვნელოვან შეხვედრებზე დაგვიანება უპატივცემულობასა და სიზარმაცისკენ მიდრეკილებაზე მიანიშნებს.
7.ხელწერა – ადამიანის ხელწერა ბევრ რამეზე მიუთითებს. მეცნიერების თქმით, თუ თქვენ წერისას კალამს ძალიან აჭერთ ფურცელზე გაღიზიანებული ხართ, თუ დახრილი ასოებით წერთ შესაძლოა ინტროვერტი ხართ, არეულად წერა კი თქვენს არაორგანიზებულობაზე მიუთითებს.
8.თვალებით კონტაქტი – მართალია თვალებში ყურება დადებითი ჟესტია, თუმცა თუ ამას ხშირად აკეთებთ შესაძლოა ჩათვალონ, რომ აგრესიულად ხართ განწყობილი.