54
მამუკა ღლონტის ოფიციალური განცხადება:
“ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი რადიო “მაესტროს“ ის თანამშრომლები, რომლებიც გაზაფხულიდან სამსახურში ივლიან ველოსიპედებით, ან სხვა ორთვლიანი ტრანსპორტით, პრემიის სახით ყოველთვიურად მიიღებენ სახელფასო დანამატს საკუთარი ხელფასის 10% ის ოდენობით.
მივმართავ ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელს, წაახალისონ ის თანამშრომლები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ეკოლოგიურ ტრანსპორტს. ყველამ ვიზრუნოთ ჩვენი შვილების ჯანმრთელ მომავალზე. გადავაქციოთ თბილისი ველოსიპედებით სავსე ნამდვილ ევროპულ ქალაქად.
P.S. გთხოვთ გაავრცელოთ ეს განცხადება რათა ბევრი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იხილოს ის”.
რადიო “მაესტროს“ დირექტორი: მამუკა ღლონტი.