fbpx

შევხედოთ ცხოვრებას უფრო მეტი ღიმილით

ავტორი ნინო გონგაძე
31 ნახვა

მოგესალმებით მეგობრებო! მინდა მოგიყვეთ ერთი პატარა ისტორია. რამოდენიმე თვის წინ ვმგზავრობდი მეტროთი, ჩემს წინ დედა და მისი მცირეწლოვანი პატარა გოგონა ისხდნენ. ეს გოგონა ისეთი საყვარელი და ბუთქუნა იყო, თავისი არსებით დიდ სიხარულს გამოხატავდა.

ჩვენ კი წინმსხდომი მგზავრები, ზოგი აკვირდებოდა ამ სცენას, ზოგი არა. ის თხოვდა დედამის,“დედა გაიცინე რა“. დედამ არანაირი რეაქცია არ გამოიწვია. გოგონა შეწუხდა და უკვე ხმამაღლა უთხრა „დედა გაიცინე რა გთხოოოვ’’. დედას ოდნავ გაეღიმა და ისევ სერიოზული სახე მიიღო.

ვინ იცის რა პრობლემები ქონდა მას საერთოდ ცხოვრებაში. ბავშვს ეს ღიმილი არ მოეწონა და უთხრა მაშინ გაგებუტები.:)) და ტუჩები მოღუშა. ჩვენ კი მგზავრებმა, შემდეგ გავაგრძელეთ ყველამ თავისი გზა. მინდა ამ ისტორიიდან პატარა დასკვნა გამოვიტანო. გავიღიმოთ უფრო მეტი, პრობლემები ყოველთვის იქნება. უნდა გაუმკლავდეთ მათ და შევხედოთ ცხოვრებას უფრო მეტი ღიმილით.

ავტორი: ქეთი სახეიშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment