ლამაზი თმა ყველა ქალის ოცნებაა. ალბათ ხშირად ცდილობთ სხვადასხვა პროცედურებით გაიუმჯობესოთ თმის სტრუქტურა, შესაძლებელია კვებასაც ყურადღებას აქცევთ, თუმცა სასურველ შედეგს მაინც ვერ იღებთ. მაშინ დროა დაფიქრდეთ ბანაობის დროს ხომ არ უშვებთ შეცდომას? წარმოგიდგენთ რამდენიმე შეცდომას, რომლებსაც თითქმის ყველა ქალი უშვებს.
ბანაობთ ცხელი წყლით – ცხელი წყალი შესაძლებელია სასიამოვნოა, მაგრამ ეს ის არ არის, რაც თქვენს თმას სჭირდება. ის ადვილად აშრობს თავის კანს და თმას, ამიტომ სჯობს აირჩიოთ თბილი წყალი.
არ ივლებთ წყალს კარგად – ბევრი ქალბატონი შამპუნის გამოყენებამდე თმას კარგად არ ისველებს. აუცილებელია 1-2 წუთის განმავლობაში გამდინარე წყლის ქვეშ გაჩერდეთ და მხოლოდ ამის შედეგ დაისხათ შამპუნი. ასევე მნიშვნელოვანია კარგად ჩამოირეცხოთ ის თმიდან.
იყენებთ ბევრ შამპუნს – თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ბევრი შამპუნი თმას ბზინვარებას ანიჭებს, ცდებით. სჯობს გამოიყენოთ ცოტა, რათა არ გაგიჭირდეთ მისი ჩამობანა.
თმას მხოლოდ 4-5 წუთის განმავლობაში იბანთ – როგორც ზემოთ აღვნიშნეთ თმის კარგად ჩამობანა ძალიან მნიშვნელოვანია, გარდა ამისა თმის ძირებს სჭირდება მასაჟი. ბანაობისას სასურველია თავად დაიმასაჟოთ თავის კანი.
ფიქრობთ, რომ არ გჭირდებათ ნიღაბი – შამპუნი ნებისმიერ შემთხვევაში თმას აშრობს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ბალზამი ან თმის ნიღაბი, რაც თმის დარბილებას შეუწყობს ხელს.
თავს ყოველდღე იბანთ – ბევრი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ყოველდღიურად ბანაობა თმას აშრობს და გვირჩევენ მხოლოდ ყოველ მეორე ან მესამე დღეს დავიბანოთ. რასაკვირველია, ეს არ ეხება შემთხვევებს, როდესაც უბრალოდ საჭიროა ყოველდღე დაბანა.
ხშირად იცვლით შამპუნს – ამას ბევრი ქალბატონი აკეთებს. ზოგჯერ ამჩნევენ, რომ რამდენიმე თვის შემდეგ შამპუნი ეფექტური აღარ არის და ცვლიან, სინამდვილეში ეს მხოლოდ სეზონის ბრალია, რადგან თმა ყველა სეზონზე ერთნაირად ვერ გამოიყურება.