დედამიწის მოსახლეობის 88 პროცენტს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უცდია ცხოვრების შეცვლა და ყველაფრის თავიდან დაწყებაო,- გვეუბნებიან სტატისტიკოსები.
შედეგი?
საკუთარი ცხოვრების მართვას, სრულად ან ნაწილობრივ მაინც, მოსახლეობის მხოლოდ 9 პროცენტი ახრეხებს .
როგორ მოვხვდეთ ამ უმცირესობაში?
მთავარია გავერკვეთ ცვლილებების ალგორითმში.
მაგალითდ:
1. თქვენ კარგად იცით, როგორ მოამზადოთ ერბო–კვერცხიცხოვრება
მიზნები
წიგნები
ტრენინგები
უცებ ჩაქაფული მოგინდათ. აიღეთ და ერბო-კვერცხის ინგრედიენტებით მოინდომეთ ჩაქაფულის გაკეთება. რა ჯადოსნური ფრაზებიც უნდა აძახოთ ქვაბს, რა მაგარიც უნდა იყოს რეცეპტი, რა ფიქრის მატერიალიზაციის ძალაც უნდა გამოიყენოთ, ერბო-კვერცხის მასალით ჩაქაფულს ვერ შექმნით.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ერბო-კვერცხი თქვენი მიმდინარე ცხოვრებაა.
ჩაქაფული — ის ცხოვრება, რომელთანაც გინდათ მიხვიდეთ.
ერბო-კვერცხის ინგრედიენტები — თქვენი ცხოვრების ინგრედიენტებია.
ანუ ცხოვრების წესი, აზროვნების მოდელი, თქვენი მიზნები, საკუთარი თავის აღქმა, სამყაროსადმი დამოკიდებულება და ასე შემდეგ.
თქვენ გადაწყვიტეთ შეცვალოთ ცხოვრება, ანუ შექმნათ მისგან „ჩაქაფული“.
ოღონდ ინგრედიენტები იგივეა.
გამოგივათ „ჩაქაფული“?
როგორი სუპერ-პუპერ წარმატების ფორმულაც უნდა გქონდეთ ნაყიდი, მოპარული თუ გამოგონილი, როგორი ძვირადღირებული ტრენინგებიც უნდა გქონდეთ გავლილი, თქვენი ცხოვრება არ შეიცვლება, თუ არ შეცვლით „ინგრედიენტებს“.
იმიტომ კი არა, რომ ფორმულა არ ვარგა, ჩაქაფულის რეცეპტიც მშვენიერი იყო, მაგრამ რა გამოვიდა?
მოკლედ, თუ გსურთ მთელი ცხოვრება მიირთვათ ერბო–კვერცხი, ეს თქვენი არჩევანია, შეგერგოთ. მაგრამ თუ გსურთ შექმნათ თქვენი ცხოვრებისგან რაღაც ახალი, შეცვალეთ თქვენი ცხოვრების ინგრედიენტები.
პირველ რიგში, შეცვალეთ აზრები და ემოციები.
წუწუნი — დადებითი განწყობით
უმადურობა — მადლიერებით
სიძულვილი — სიყვარულით
წყენა — მიმღებლობით
შიშები — სამყაროსადმი ნდობით
დაეჭვება საკუთარ ძალებში — საკუთარი თავის რწმენით
პრეტენზიები საკუთარი თავის მიმართ — ასევე სრული მიმღებლობით…
ეს ყველაფერი რთულია, თუ წარმოდგენაც არ გაქვს, საიდან დაიწყო და რა გააკეთო. და მარტივია, თუ იცი — როგორ.
მაგრამ დავუბრუნდები სამზარეულოს.
2. თქვენ უკვე გაქვთ„ჩაქაფულის“ინგრედიენტები
ანუ თქვენი აზრები, ფიქრები, ემოციები, თვითშეფასება, ადამიანებისადმი დამოკიდებულება შეესაბამება იმ ცხოვრებას, რომლისკენაც ისწრაფვით, მაგრამ არ იცით ამ ახალი კერძის მომზადების წესი და ისევ ერბო-კვერცხივით ამზადებთ, მიიღებთ სასურველ შედეგს?
მომზადების წესი — ჩვენი ქმედებებია
ძალიან ხშირად, ადამიანი მუშაობს საკუთარ თავზე, ცვლის „ინგრედიენტებს“, მაგრამ მაინც ვერ აღწევს მიზანს.
იმის ნაცვლად, რომ გააკეთოს სწორი მოქმედებები ანუ “ჩაქაფულს“ თუ დავუბრუნდებით: ფენა-ფენა დააწყოს ხორცი, მწვანილის ასორტი ბლომად ტახუნით, ტყემალი, წიწაკა, მარილი, ღვინო და დადგას გაზზე, ის ერბო-კვეცხივით ცდილობს ათქვიფოს ეს ყველაფერი და სამ წუთში შეწვას ტაფაზე.
ანუ ადამიანი აკეთებს იგივეს, რასაც აკეთებდა — არ დგამს ნაბიჯებს, არ ეძებს ახალ შესაძლებლობებს, არ იწყებს ახალ პროექტებს, ისევ დებს დაუმთავრებელ საქმეებს, კარგავს უამრავ დროს ფეისბუქზე ან სერიალების ყურებაში და ელის, რომ მისი ფიქრები, მოქმედებების გარეშე მოუტანენ გრანდიოზულ შედეგებს.
უაზრობაა იცხოვრო ძველებურად და შედეგად ელოდე ახალ ცხოვრებას.
ცხადია, რომ ასე არ მოხდება და სავარაუდოდ, ამ ადამიანს მალე დეპრესია დაეწყება, იმიტომ რომ მან წაიკითხა წიგნები, შეიძლება იმუშავა კიდეც საკუთარ თავზე — დაესწრო ტრენინგებს, მოისმინა სხვების შედეგები და თვითონ რომ ვერ მიიღო შედეგი, იწყებს ფიქრს: მე ალბათ რაღაც სხვანაირი ვარ, მე არ ვარ დაბადებული წარმატებისთვის, ასეთი ყოფილა ჩემი ბედი…
ეს დაბრუნება წუწუნის, უიმედობის, საკუთარი თავით და სამყაროთი უკმაყოფილების ჭაობში უფრო მტკივნეულია, ვიდრე იქ მუდმივად ყოფნა იყო.
ანუ ამ შემთხვევაში, სჯობს მას საერთოდ არაფერი სცოდნოდა ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობებზე, რაზეც გამუდმებით საუბრობენ ტრენინგებზე. იმიტომ, რომ ვერც ერთი ტრენერი ვერ გააკეთებს თქვენს გასაკეთებელს. ის მხოლოდ გაჩვენებთ გზას.
პატარა, მაგრამ ეფექტური სავარჯიშო: ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმამდე კითხეთ საკუთარ თავს: ეს ნაბიჯი მაახლოვებს ჩემი ცხოვრების უკეთეს ვარიანტთან?
თუ პასუხი არის არა, ან არ ვიცი, ნუ დაკარგავთ დროს ამისთვის.
3. კიდევ რა გაკლიათ?
ვთქვათ, თქვენ უკვე გაქვთ, ახლებური აზროვნება და ახალი მოქმედებები, მაგრამ საქმე მაინც არ მიდის წინ.
ანუ, მომზადებული და ქვაბში ფენა-ფენა ჩაწყობილი მასალა უკვე გაქვთ. რა გაკლიათ?
თუ თქვენ ამ მასას დადგამთ და გასინჯავთ ერთი საათის შემდეგ, არა მგონია გემოთი აღფრთოვანებული დარჩეთ, რასაკვირველია, ხორცის უმად მირთმევის მომხრე თუ არ ხართ.)
ცეცხლი… აი, რა გვჭირდება ახლა.
ანუ მესამე ფაზა — არის საწვავი, ენერგია, ცეცხლი, რომელიც ისე შემოგენთებათ, ვერავითარი ძალა ვერ შეგაჩერებთ.
ეს ის მდგომარეობაა, როცა ფიქრები, ემოციები, მოქმედებები ერთი სანუკვარი მიზნისთვის არის გაერთიანებული და ამას ემატება საკმაო რაოდენობის ენერგია.
სად ვიპოვოთ ეს ცეცხლი? როგორ შევივსოთ ენერგიით? როგორ ავანთოთ ჩვენი ქურა?
სამყარომ ბევრი ენერგიის წყარო მოგვცა – მზე, ზღვა, მიწა, წვიმა, ყვავილი, მთა, ნისლი, ტყე, წყალი, მასაჟი, ვარჯიში, სწორი კვება და სწორი რეჟიმი…
ხედავთ, რამდენია და კიდევ რამდენი არ ჩმოვთვალე.
და მათ აერთიანებთ რა???
ყველა გზა რომში მიდის.
ყველა გზა სხეულზე გადის.
ყველაფერს, რაც ჩამოვთვალე სხეულით ვგრძნობთ, ვხედავთ, ვყნოსავთ, შევიგრძნობთ…
სხეულით, ენერგიის აღდგენის ამ უნივერსალური ძრავით, რომელსაც საწვავს მთეეელი დედამიწა, მთეელი ბუნება, მთეელი სამყარო უსხამს.
ოღონდ მაშინ, როცა ეს ძრავი მზადაა საწვავის მისაღებად და გასატარებლად, ანუ როცა ჯანსაღადაა.
ის კი დიდხანს იქნებოდა ჯანსაღად, ჩვენ რომ არ ვექცეოდეთ ავი დედინაცვლებივით.
არის უამრავი გზა მის მისაღებად, მაგრამ რადგან ვიცი, რომ მკითხველების უმრავლესობას ეზარება დიდი პოსტების კითხვა, თუნდაც ძალიან სასარგებლო შინაარსის იყოს, ამიტომ მოკლედ მოვჭრი:
თქვენი დღის რეჟიმი, ცხოვრების წესი, საკვები, ძილ-ღვიძილის გრაფიკი, ჩაი — ყავა — ალკოჰოლი, ფიზიკური აქტიურობა, სხეულის მოვლა — ეს ყველაფერი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად გექნებათ ან არ გექნებათ საწვავი თქვენი ცხოვრების საუკეთესო კერძის მოსამზადებლად.
ამ თემებზე იმდენი იწერება, ვფიქრობ საჭირო არ არის დავკონკრეტდე.
ყველამ იცის, რა არის სწორი ცხოვრების წესი.
მაგრამ ვფიქრობ, ყველამ არ იცის, გარდა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა, რისთვის არის ის საჭირო და როგორ არის ეს დაკავშირებული მიზნების და ოცნებების განხორციელებასთან.
უბრალოდ შეხედეთ წარმატებული, მდიდარი დ ბედნიერი ადამიანების ცხოვრების წესს.
როგორ ცხოვრობენ, როგორი დღის რეჟიმი აქვთ, როგორ გამოიყურებიან… წაიკითხეთ მათი ავტობიოგრაფიები.
გარწმუნებთ, მათ იციან, რას აკეთებენ და რისთვის.
თქვენ შეიძლება ზუსტად არ იცოდეთ, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ფეხით სეირნობა ( მინიმუმ 15 პუნქტიანი ჩამონათვალია), მაგრამ უბრალოდ მიიღეთ, რომ ეს სასარგებლოა თქვენი მომავლისთვის.
მე დიდხანს ვერ ვხვდებოდი, რას ერჩოდნენ ჩაის და ყავას, ეს უბრალო ახირება მეგონა, მაგრამ ამასაც კი თავის ახსნა აქვს.
და რაც მთავარია, დღის რეჟიმი.
შემიძლია წავიკითხო ორ საათიანი ლექცია თემაზე: რას ვაფუჭებთ იმით, რომ უკუღმა ვცხოვრობთ — როცა უნდა გვეძინოს აქტიურად „დავეხეტებით“ ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეებში, სოციალურ ქსელებში და როცა გონებას უნდა ეღვიძოს, როცა ის ყველაზე აქტიური და ნაყოფიერი უნდა იყოს და გენიალური იდეების გენერირება მოახდინოს, გვძინავს.
იმის მიხედვით, თუ საით არის „გადახრილი“ თქვენი დღის რეჟიმი, კონკრეტული დაავადებების პროგნოზირებაც კი შეიძლება, იმდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი.
იცით, რატომ მოდის სისხამ დილას პასუხები თქვენს კითხვებზე ადვილად და რატომ ჩნდება გენიალური იდეები სწორედ გამთენიისას?
არ იცით. რომ იცოდეთ, ვერც დაძინებას დაგასწრებდათ ვინმე და ვერც გაღვიძებას 🙂
ღამე გართობაც კარგია, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე ცხოვრებაც, წუწუნი და სხვების ცხოვრების გარჩევა ხომ ისეთი „ტკბილია“, მიმიქარავს ნარკოტიკი.
თუ გსურთ შექმნათ ახალი ცხოვრება, ნუ გაიმეორებთ შეცდომებს, რომლებსაც პიროვნული ზრდით დაკავებული ადამიანების უმრავლესობა უშვებს ( საკუთარ თვზე მაქვს გამოცდილი):
1. ნუ დაივიწყებთ სხეულს
2. ნუ გავიწყდებათ რა არის მთვარი -გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მიზნის შესრულებას ჭირდება ფიზიკური ენერგია
3. ნუ გავიწყდებათ, რომ ადამიანი ერთიანია და მასში ყველაფერი ჰარმნიულად უნდა იყოს. გახსოვდეთ რომ ველნესის მთავარი აზრი: ფიზიკურის, მენტალურის და ფსიქოლოგურის ერთობლიობა.
WARNING: თქვენი სხეული, როცა ის ფორმაში არ არის, არათუ გეხმარებათ მიზნების მიღწევაში, პირიქით, ხელს გიშლით.
რატომ?
როგორც კი თქვენი ქვეცნობიერი იგრძნობს, რომ არ გყოფნით ენერგია და ჯანმრთელობა სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციების და მოქმედებების განსახორციელებლად, ის არანაირი ახალი მიზნებისთვის და პროექტებისთვის აღარ გაიმეტებს ისედაც შემცირებულ ენერგიას, იმიტომ, რომ მისი მიზანი თქვენი სიცოცხლის გადარჩენაა.
და ამ სიცოცხლეს ქოხში გაატარებთ თუ სასახლეში, მისთვის სულ ერთია, მეტიც, მგონი ქოხი ურჩევნია🙂 თუ ასე არაა, მაშინ რატომ გვიქმნის ამდენ ბლოკებს და გვიშენებს ბარიკადებს უკეთესი ცხოვრების გზაზე?
რას იზამ, გემოვნებაზე არ დაობენ🙂
ეს ჩემი დასკვნა მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზეა გამოტანილი. ამ აღმოჩენის შემდეგ დიდხანს ვაგროვებდი მარცვალმარცვალ ყველაფერ საუკეთესოს, ადამიანის ჰარმონიული განვითარებისთვის და შევადგინე ჩემი ჯადოსნური სისტემა 🙂
ამიტომ ავირჩიე ჩემი მუშაობის მიმართულებად ველნესი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ფიზიკურ, მენტალურ და ფსიქიკურ სიჯანსაღეს და ახალგაზრდობის შენარჩუნებას მარტივად და უმოკლეს დროში.
ამ ჯადოსნურ, „მისტიკურ“ სისტემაზე იქნება ჩემი მეორე წიგნიც.
შეცდომებზე, რომელსაც ყველაზე ხშირად უშვებენ პიროვნული ზრდით დაკავებული ადამიანები და რომლებიც დავუშვი მეც, და ამ შეცდომების გამოსწორების საუკეთესო გზაზე.
თუ თქვენი არჩევანი ერბოკვერცხია, არაფრის შეცვლა არ არის საჭირო.
მაგრამ თუ გსურთ შექმნათ რამე ახალი და გემრიელი, გაითვალისწინეთ ცვლილებების გზაზე, – სამი ფაზის არსებობა.
რასაკვირველია, აქაც არის არჩევანი: მარტომ იაროთ ამ გზაზე, იგონოთ ახალ ახალი ველოსიპედები და ცდების და შეცდომების გზით ადრე თუ გვიან მიაღწიოთ სასურველს, ან იპოვოთ ადამიანები, ვინც უკვე გაიარა გზის ეს მონაკვეთი და შეუძლიათ უფრო მოკლე გზებზე გაგიძღვნენ.
თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ამ ყველაფერს ფული სჭირდება. რასაკვირველია, სჭირდება. ჩემთვის, მაგალითად არ არსებობს ძვირი და იაფი, როცა საქმე ჩემს პიროვნულ ზრდას და განათლებას ეხება. არსებობს შედეგიანი და ნაკლებად შედეგიანი.
ფაქტობრივად, ჩემი პირველი წიგნი-ტრენინგიც „სამასმეერთე მილიონერი“, რომელიც უკვე ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა, სწორედ სხეულის ისტორიაა, ამ ისტორიის შედეგია, უფრო ზუსტად, ჩემი ავადმყოფობის ( თითქმის ინვალიდობის) და გაჯანსაღების ისტორიაა მკითხველისთვის სასარგებლო დანამატებით -სავარჯიშოებით და კითხვარებით.
ამ წიგნის უნიკალურობა იმაშია, რომ მისი ავტორი აქვე, თქვენს გვერდით ცხოვრობს და იმავე „ქვაბში იხარშება“, რომელშიც თქვენ ( ისევ კულინარია 🙂), აქვე ისეთისე მენტალიტეტი.
და თქვენ ვეღამ მოიმიზეზებთ, რომ ამ წიგნების ავტორები სხვა რეალობაში ცხოვრობენ და ამიტომ მათთან წარმატების სხვა კანონები მოქმედებს.
ის, რაც შეძლო თუნდაც ერთმა ადამიანმა თქვენს გვერდით, შეგიძლიათ თქვენც.
გისურვებთ წარმატებას.
თამარ საგინაშვილი