30
წვიმაში შავებში ჩაცმული ქალი, სევდიანი გამომეტყველებით და დარდით სავსე თვალებით ფერად ბუშტებს ყიდიდა.
გადავედი მანქანიდან, მივუახლოვდი.
ჩემი დაღლილი გამომეტყველება გავასწორე, გავუღიმე და ხურდა მივაწოდე.
მიმიხვდა, რომ მე არ მინდოდა ბუშტი;
-შვილო…და (აღარ დაუსრულებია) ხმა შეეცვალა.
-ჩავეხუტე
და გაჩერდა წამი.
თამარ კანაშვილი